მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

ბანკირის დღე 2024 | დაჯილდოებულთა შორის არის ლიბერთის საკმაოდ სტაჟიანი თანამშრომელი ირაკლი ბოხუა

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მაღალი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება - კახა ბექაური

22.01.2026.00:00

ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ტელეკომ ბაზარზე კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, თუმცა მთავარი სატელეკომუნიკაციო სერვისებზე არსებული მაღალი ფასებია, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

ბექაურმა გადაცემაში ComCom-ის ბოლო 10 წლის საქმიანობა შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სატელეკომუნიკაციო სექტორის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. 

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია ბოლო წლებია სატელეკომუნიკაციო სერვისებზე არსებული მაღალი ფასების პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე რიგი ვალდებულებები დააკისრა”, - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის თქმით, რეგულაციები მიღებულია, თუმცა გამოწვევები რჩევა, კომისია დაითვლის ფასს, რომლის მიხედვითაც მცირე ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რაც საბოლოოდ ხარისხზე და მომხმარებლებზე აისახება. 

ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, კომისიამ „მაგთიკომს“ ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების ვალდებულებები განუსაზღვრა. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიან პირობებს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს მთავარ მიზანთან - გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით, საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა და შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და მოიზიდოს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები როგორიცაა გუგლი, ამაზონი, მეტა, მაიკროსოფტი და სხვები”, - განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა