მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ აქციების შეძენა არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას - სებ

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ 2025 წლის 1-ლი აგვისტოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 ივლისს წარმოდგენილ იქნა შეტყობინება სს „ბაზისბანკსა“ და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე.

„წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, კონცენტრაციის ფარგლებში, სს „ბაზისბანკი“ გეგმავს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენას. აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში, სს „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, როგორც სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება სს „ლიბერთი ბანკის“ სს „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.

ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

„წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეგულირება, რომლის მიხედვითაც, თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) კონცენტრაციის შედეგად იზრდება მხოლოდ 50.49 ერთეულით, რაც არსებული სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, დასაშვებ ცვლილებად ითვლება“, - აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა