„ბანგკოკი” - აზიური რესტორანი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია იყო; მეორე მხრივ კი, დამფუძნებელს — ზურაბ ჯიშიაშვილს და ირაკლი პიტიურს სურდათ, თითოეული მათგანის არომატი ჩვენს რეცეპტორებთან ბალანსში ყოფილიყო.
დღეისათვის საქართველოს ბაზარზე, “ბანგკოკი” ერთ-ერთი პირველი აზიური სწრაფი კვების ქსელია, რომელიც იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოებს აერთიანებს.
„„ბანგკოკი“ ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელია. ასევე, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქციაა — მხოლოდ ჯანსაღ და ახალ პროდუქტებს ვიყენებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოუსების არომატებსაც, რომლებსაც თავად ვამზადებთ. ამავდროულად, „ბანგკოკის“ მენიუს მრავალფეროვნებაც გამოარჩევს — გარდა ატრიისა და სუშისა, გვაქვს ჯანსაღი მიმართულებაც“, — აღნიშნავს „ბანგკოკის“ მენეჯერი, მაგდა მაკარაძე.
ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება. ვინაიდან აზიური რესტორნების უდიდესი ნაწილი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს, ხარჯი საკმაოდ დიდი, ხოლო მომგებიანობის მარჟა დაბალია.
„ბანკის დახმარების გარეშე, ვერ შეძლებ გაფართოებას. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ როლს თიბისი ითავსებს — მცირე ბიზნესად ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე, ნებისმიერ წამოწყებაში მოგვყვებიან. სამომავლოდ საწყობისა და საწარმოს მშენებლობასაც ვგეგმავთ — თიბისის მხარდაჭერის გარეშე კი, ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებდით”, - ამბობს მაგდა.
„ბანგკოკის“ გეგმავს არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.