მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn – წარმატებული სეზონის შეჯამება და სამომავალო გეგმები

news image

დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ Inn Hospitality-ში შემავალი სასტუმროებისთვის - Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn - 2025 წლის სეზონი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, Bakuriani Inn ზაფხულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა, სადაც სტუმრებს მშვიდი და მეგობრული გარემო ელოდათ.

ნინა გაჩეჩილაძის განმარტებითვე, ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სასტუმრო განსაკუთრებულ მზადებაშია და სტუმრებს ზამთრის სეზონზე დახვდებათ განახლებული რესტორანი, ახალი საკონფერენციო დარბაზი, ყინულის მოედანი და განახლებული შიდა გასართობი სივრცეები.

„როგორც წესი, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ამ სეზონზეც რეგულარულად ეძლევათ სპეციალური შეთავაზებები, სპა-პაკეტები და სხვა თემატური აქტივობები. გარდა ამისა, გასულ ზაფხულს სასტუმროს შეთავაზებებს დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ასევე სასტუმროს მონაწილეობა ადგილობრივ მარკეტინგულ კამპანიებში, რაც კურორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

სასტუმრო Bakuriani Inn-ის გუნდი უკვე იწყებს მზადებას ზამთრის სეზონისთვის - დაგეგმილია მრავალი გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომლებიც ბაკურიანის ზამთარს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

სასტუმრო დამატებით გეგმავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისის ხარისხის უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას. სტუმრებს ზამთრის სეზონზე დახვდებათ განახლებული რესტორანი, ახალი საკონფერენციო დარბაზი, ყინულის მოედანი და განახლებული შიდა გასართობი სივრცეები.

რაც შეეხება Akhaltsikhe Inn-ს, იგი აგრძელებს პოპულარობის შენარჩუნებას როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს შორის. სასტუმრო განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და ხშირად ხდება ადგილობრივი ღონისძიებების პარტნიორი.

ოქტომბრის თვეში სასტუმრომ უმასპინძლა „თუთის ფესტივალს“, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა წარმოადგინეს მესხური ტრადიციული ნაწარმი. ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას.

მომავალი სეზონისთვის Akhaltsikhe Inn სტუმრებს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს დასვენებას, კულტურასა და ავთენტურ კულინარიას. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ისტორიული ღირსშესანიშნაობები, გაიცნონ ადგილობრივი ტრადიციები, დააგემოვნონ მესხური სამზარეულო და დატკბნენ ბუნების სიმშვიდით,“ - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ორივე სასტუმრო აგრძელებს სტუმართმასპინძლობის სფეროში სტანდარტების ამაღლებას და რეგიონული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ჩვენი მიზანია, მომავალი სეზონები გახდეს კიდევ უფრო დინამიკური, ინოვაციური და სტუმრებისთვის დაუვიწყარი,“ - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lulu სერვისების გაფართოებას და ქეითერინგის დამატებას გეგმავს

03.03.2026.12:00

LULU  ევროპული სამზარეულოს კონცეფციით შექმნილი რესტორანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia რესტორნის მენეჯერს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დავიწყეთ და თავიდანვე ყურადღება მივანიჭეთ არა ტურისტულ ნაკადს, არამედ ლოკალურ ბაზარს. რესტორანი ვაკეში, ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს.

რესტორან LULU-ს კონცეფცია ეფუძნება ევროპულ სამზარეულოს, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროდუქტის ხარისხზე. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით „à la minute“ - კერძების გამზადება იწყება შეკვეთის მიღებისთანავე, მენიუს განახლება ხდება სეზონურად და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ინგრედიენტების ბუნებრივ გემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი სოუსებით არ გადავფაროთ, არამედ წარმოვაჩინოთ მისი ნატურალური გემო და თვისებები.

ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ნედლეულს: ავსტრალიურსა და ამერიკული საქონლის ხორცს, ახალზელანდიურ ცხვრის ხორცსა და სტეიკებს, ნორვეგიულ ორაგულს და ფრანგულ ხამანწკებს. ამასთანავე, ბოსტნეულსა და მწვანილს, სეზონის მიხედვით შეძლებისდაგვარად ვიძენთ ადგილობრივ ბაზარზე.

ცალკე მიმართულება, რომელზეც მინდა ვისაუბრო არის ღვინისა და ბარის კულტურა. გვაქვს ღვინის ფართო არჩევანი, სხვადასხვა საფასურის კატეგორიები, ასევე, ჩვენს გუნდში მუშაობს პროფესიონალი სომელიე, რომელიც სტუმრებს ეხმარება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინის გაცნობასა და იდეალური გასტრონომიული კომბინაციების შერჩევაში.

ჩვენს მენიუში წარმოდგენილია უალკოჰოლო კოქტეილების ხაზიც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება ალტერნატივად და თანამედროვე ბარის კულტურის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად მიიჩნევა.

სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გემოთა კომბინაციებს, ახალ ინგრედიენტებსა და გამორჩეულ პრეზენტაციას. ხშირად მათი გარჩევა კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილებისგან თითქმის შეუძლებელია.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში დავინახეთ ბაზრის ტრანსფორმაცია. თუ ადრე თბილისი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ექსპატების აუდიტორიაზე, დღეს ბაზარი უფრო ლოკალური გახდა. ადგილობრივი სტუმრების წილი იზრდება, ხოლო ტურისტული და ექსპატური ნაკადი თანდათან მცირდება.

ზაფხულის პერიოდში ტრადიციულად იზრდება ტურისტული აქტივობა. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა სტუმრების რაოდენობა თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში ეროვნულ სამზარეულოზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა, ევროპული სამზარეულოც მოთხოვნადია.

ამასთანავე, მოთხოვნა ჩვენს შემთხვევაში სტაბილურია. მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-იან თვიურ ზრდას ვაფიქსირებთ. ეს ორგანული დინამიკაა, რომელიც ძირითადად მუდმივი აუდიტორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტი და ის სტანდარტები, რომელთა დათმობასაც არ ვაპირებთ. არ ვცდილობთ თვითღირებულების შემცირებას ნედლეულის ხარისხის ხარჯზე. პირიქით, შეგნებულად ვირჩევთ უფრო ძვირადღირებულ მომწოდებლებს, რათა შევინარჩუნოთ სამზარეულოს სტაბილურად მაღალი დონე და ხარისხი.

მიუხედავად მაღალი შესყიდვის ღირებულებისა, ვინარჩუნებთ სამართლიან ფასებსა და დიდ პორციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს სრული სადილი ან ვახშამი და იგრძნოს, რომ მიღებული ხარისხი მის გადახდილ თანხას სრულად შეესაბამება. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადგილი, სადაც მთავარი არის გემო და პროდუქტი ზედმეტი „ფენსი“ ელემენტებისა და დემონსტრაციული კონცეპტუალობის გარეშე.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კომპლექსური გასტრონომიული გამოცდილება -ეს არ არის მხოლოდ ვახშამი, არამედ სამზარეულოს, სერვისის, ღვინისა და ატმოსფეროს ერთობლიობა. თბილისის მაცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი გამოცდილებითა და გემოვნური კულტურით - ისინი ხშირად მოგზაურობენ, ნამყოფი არიან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და სურთ საკუთარ ქალაქშიც მიიღონ შესაბამისი ხარისხის სამზარეულო და სერვისი.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორიენტაცია გლობალურ ტრენდებზე: როგორც აღვნიშნეთ, რესტორან LULU-ს უკვე აქვს მოკტეილებისა (უალკოჰოლო კოქტეილები) და უალკოჰოლო ღვინოების მენიუ, რომლის გაფართოებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?

ჩვენ დეტალურად ვაანალიზებთ ბაზარს და გადაწყვეტილებებს ფრთხილად ვიღებთ. მეორე ლოკაციის გახსნის შესაძლებლობას განვიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სტაბილურობასა და ზოგად საბაზრო ვითარებაზე.

პარალელურად ვგეგმავთ დამატებითი მიმართულებების განვითარებას. უახლოესი მომავლის გეგმებში შედის ქეითერინგის სერვისის დანერგვა კერძო და კორპორაციული ღონისძიებებისთვის: დაბადების დღეები, ქორწილები და გასვლითი ღონისძიებები. ეს ჩვენი გასტრონომიული შეთავაზების ლოგიკური გაფართოებაა.

ასევე განვიხილავთ ახალ კონცეფციებს, რომლებიც ამ ეტაპზე ლოკალურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. მაგალითად, საინტერესოა Nikkei ფორმატი - პერუ-იაპონური სამზარეულო. თუმცა გვესმის, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ ტრადიციულია და მსგავსი პროექტების დანერგვას და განხორციელებას სჭირდება გააზრებული და დაბალანსებული მიდგომა.

ინფორმაციისთვის: Lulu Tbilisi მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 85 ნომერში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა