მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.1
0.0048
flag
AZN 1.5847
-0.0003
flag
CNY 38.684
0.0039
flag
EUR 3.1607
0.011
flag
GBP 3.6448
0.0222
flag
KZT 53.59
0.0034
flag
TRY 0.0621
-0.0001
flag
USD 2.6941
-0.0005

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თიბისი ბანკს ₾270 მილიონის სესხი დაუმტკიცა

news image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 270 მილიონი ლარის (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის) სესხი დაუმტკიცა სს თიბისი ბანკს (თიბისი ბანკი), საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSME) ხელმისაწვდომი დაფინანსების გასაფართოვებლად. 

სესხის 70%-მდე წილი მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე, საიდანაც მინიმუმ 20% მოხმარდება ქალების მფლობელობაში არსებულ ან ქალების ხელმძღვანელობით მოქმედ საწარმოებს, ხოლო მინიმუმ 30%-ით დაფინანსდება მწვანე ინვესტიციები საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის შესაბამისად.

“კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ, და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებასა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას,” განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „თიბისი ბანკი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.“ 

ეს თანამშრომლობა მეწარმეებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი დაფინანსებით, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე გაიზრდება მწვანე დაფინანსების გადაწყვეტილებებზე წვდომა, რაც დაეხმარება ბიზნესებს ეკომეგობრული და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში და ამინდის ზემოქმედების მიმართ მედეგობის გაძლიერებაში. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს ამოცანის განხორციელებაში, რაც 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 1990 წლის დონესთან შედარებით 35%-ით შემცირებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მიმართულია მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რათა მათ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკაში.

ADB დამატებით გამოყოფს 250,000 აშშ დოლარის ტექნიკურ დახმარებას თიბისი ბანკისთვის. ფინანსური რესურსი მოხმარდება ბანკის მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების გაძლიერებასა და კლიენტების სათბურის აირების ზემოქმედების შეფასებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების გაუმჯობესებას.

“ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ,” განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხიკიძემ. “MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.” 

პროექტი გააძლიერებს რეგიონებზე წვდომას თიბისი ბანკის ფართო ქსელის საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების განვითარებას, ადგილობრივი შემოსავლების გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს მიდგომა შეესაბამება ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024–2028 წლების სტრატეგიას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის ინვესტიციების დაფინანსებაზე, მცირე ბიზნესის განვითარებასა და გარემოს მიმართ მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მხარდაჭერაზე.

თიბისი ბანკი არის ფინანსური სერვისების წამყვანი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ოპერირებს საცალო, კორპორაციული და MSME სეგმენტებში. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში შეადგენდა 37.2%-ს, ხოლო მთლიან დეპოზიტებში 37.2%-ს. თიბისი ბანკის მფლობელია TBC Bank Group PLC (TBC PLC), რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ირიცხება ტიკერით TBCG და FTSE 250 ინდექსის შემადგენელია. TBC PLC ასევე არის FTSE4Good ინდექსის სერიისა და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსის წევრი.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს $5 მილიარდის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება, საიდანაც დაახლოებით $1 მილიარდი კერძო სექტორის პროექტებზე მოდის. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს 2025 წელს VINOTEL - ი და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

26.01.2026.12:00

VINOTEL წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს, რომელიც აერთიანებს ქართულ სტუმართმოყვარეობას, ღვინის კულტურასა და ავთენტურ ატმოსფეროს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ბენედიქტე ქაშაკაშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

VINOTEL-ისთვის 2025 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და გამორჩეული იყო, რაც საერთაშორისო აღიარებამ ნათლად დაადასტურა.

2025 წელს VINOTEL-მა მოიპოვა LUXlife Magazine-ის Hospitality Excellence Award და დასახელდა Best Boutique Hotel 2025Europe, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც სასტუმროსთვის, ისე მთლიანად ქართული სტუმართ-მასპინძლობის სფეროსთვის.

აღნიშნული ჯილდო ასახავს VINOTEL-ის მუდმივ ერთგულებას მაღალი ხარისხის, ავთენტური გამოცდილებისა და სტუმარზე ორიენტირებული სერვისის მიმართ, რაც წარმოადგენს წლების განმავლობაში გაწეული შრომის ღირსეულ შეფასებას.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?

2026 წელს VINOTEL - ის გეგმები მოიცავს სამზარეულოს განახლებას, ახალი გემოების განვითარებასა და საკუთარი ღვინის მარნის ასორტიმენტის გაფართოებას - ცქრიალა, ევროპული და ქვევრის სტილის ღვინოებით. ასევე სტუმრებს შევთავაზებთ განახლებულ სერვისებს, რომლებიც მაღალი ემოციური ღირებულებისა და ექსკლუზიურობის განცდას შექმნის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქორწილო ცერემონიებსა და ინდივიდუალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე. პერსონალიზებული შეთავაზებები და ღვინის ტურიზმის განვითარება სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი მომენტები განსაკუთრებულ და ავთენტურ გარემოში აღნიშნონ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა