მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

აზიის განვითარების ბანკი ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

news image

მანილა, ფილიპინები (2025 წლის 26 სექტემბერი) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის — საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი–კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები — ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში. 

„ADB ათ წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით და ვამაყობთ მიღწეული შედეგებით,“ — განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა. „ბათუმი-სარფის გზა, რომელიც საქართველოს განახლებული საგზაო ქსელის ბოლო მონაკვეთია, გააძლიერებს ქვეყნის რეგიონულ პოზიციას, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის სასურველ მარშრუტს და შექმნის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს საქართველოს მოსახლეობისთვის.“

11-კილომეტრიანი გზა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დააკავშირებს საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან სარფში, აშენდება ტრანსევროპული ავტობანის სტანდარტების მიხედვით. გზის ახალი, შიდა მარშრუტი თავიდან აიცილებს კლიმატის რისკებს. პროექტის დიზაინი ასევე მოიცავს ფერდობების გამაგრებასა და კლდის ჩამოშლისგან დაცვას, გაუმჯობესებულ სანიაღვრე სისტემასა და ეროზიის კონტროლს, ასევე შავი ზღვის სანაპიროს 500-მეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გამართვას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთთან სასაზღვრო ურთიერთობას და გააძლიერებს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე სავაჭრო დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რეგიონულ როლს და მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე.

პროექტი დაეხმარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზებაში, ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის პოლიტიკაზე გადასვლას და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტი გააძლიერებს ტრანსპორტის სექტორში ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს, რაც მოიცავს ტრენინგებსა და სატესტო აღჭურვილობის მიწოდებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ლაბორატორიისთვის.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს  მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას. 

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება

28.09.2025.14:07

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. 

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. 

ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი. 

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს სთავაზობს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა