მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

news image

სამსახურის ძიებას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ერთი მხრივ ემოციური ფაქტორის, მეორე მხრივ დასაქმების პლატფორმებზე ნავიგაციის გამო. „ტრადიციული სქემით“,  ჯერ რეზიუმე უნდა ატვირთო, დამატებითი დოკუმენტი მოიძიო, სამოტივაციოც შეავსო და სათაურის ველშიც ვაკანსიის ზუსტი დასახელება მიუთითო.

არც დამსაქმებლისთვისაა ეს პროცესი მარტივი: მეილზე მოსული ათობით აპლიკაციის ჩამოტვირთვა, დახარისხება და ციკლის სრული მართვა.

თანამშრომლების ხშირი მონაცვლეობა ერთ-ერთი გამოწვევაა განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. სეზონური დატვირთვა, მოქნილ გრაფიკზე მოთხოვნა და კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯისკენ სწრაფვა ბუნებრივად იწვევს იმას, რომ გუნდის წევრები დროთა განმავლობაში იცვლებიან.

კოვიდპანდემიამ ეს პრობლემები კიდევ უფრო გამოკვეთა. ჰიბრიდულმა რეჟიმმა საცხოვრებელთან სამსახურის სიახლოვე მნიშვნელოვან პუნქტად მონიშნა. 

სწორედ ამ დროს გაჩნდა ქართული დასაქმების ციფრული ეკოსისტემა Awork, რომელმაც დასაქმების პროცესი ორივე მხარისთვის გაამარტივა.

„როდესაც თავდაპირველად საიტი ჩავუშვით,  ვნახეთ რომ  ვიზიტორების 75 % მობილური ხელსაწყობიდან შემოდიოდა. მივხვდით, რომ ადამიანებისთვის მეტი კომფორტი და სისწრაფე აპლიკაციის ფორმატი იყო. რატომ არ უნდა გადმოგვეტანა ტინდერის ლოგიკა დასაქმების პროცესში?“- იხსენებს  აღმასრულებელი დირექტორი გიორგი რაზმაძე.

შედეგი სწრაფად გამოჩნდა. უსასრულო სქროლინგის ნაცვლად, ხელის მარტივი მოძრაობით გაგზავნილი კანდიდატურა სამუშაოს მაძიებლებისთვის ბევრად ნაკლებ სტრესად იქცა, ხოლო ბიზნესებისთვის უფრო სწრაფად მიღებულ რელევანტურ „ლიდებად“.

პლატფორმას ამჟამად 1,000-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. მაღალ ბრუნვად პოზიციებზე შერჩევის დრო, რომელიც ბაზარზე ხშირად ორ კვირამდე გრძელდება, Awork-ის გამოყენებით საშუალოდ სამ დღემდე მცირდება. ეს ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად შეავსონ ვაკანსიები, მოემსახურონ მეტ მომხმარებელს და გაზარდონ შემოსავალი. კომპანიებს შერჩევის მოქნილი მოდელი აქვთ: ერთჯერადი ვაკანსიის გამოცხადება ან ყოველთვიური, საჭიროებებზე მორგებული subscription პაკეტი.

Awork კონკურენტებისგან განსხვავდება ერთი ძირითადი ნიშნით: ის ზუსტად ერგება იმ სეგმენტს, სადაც კადრების სწრაფი შერჩევაა საჭირო და პროცესი ხშირად სტრესულად აღიქმება. 

ამ ინოვაციური მიგნების გამო Awork თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტიც გახდა. 

„მესამედ  მივიღეთ მონაწილეობა  და გითხრათ სიმართლე წინა წლებში უფრო გვქონდა გამარჯვების იმედი. თუმცა, წლევანდელმა აღიარებამ პასუხიც ცხადად დაგვანახა. ფაქტია, რომ სტარტაპი დღესაც ინარჩუნებს  ინოვაციურობას და ერთგვარი ტესტიც აღმოჩნდა ჩვენთვის, გაგვეგო სად  ვართ“- ამბობს გიორგი. 

Awork-ის გუნდის სამომავლო გეგმები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის ექსპანსიაა. 

  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო

29.12.2025.19:00

საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.

  • სს ბადაგონი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა