ავთენტური გასტრონომია, ახალი ტურისტული და უნივერსალური სივრცე ქალაქის გულში - "რესტორანი ასკანელი" და "ფალესტრა ლაუნჯ ბარი"
ტრადიციული, ავთენტური და თანამედროვე გასტრონომია, დახვეწილი გარემო, მაღალი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი მუსიკალური გამოცდილება, პრივატულობა და დეტალები, რომლებიც ერთად ქმნის სრულყოფილ სივრცეს – ეს "რესტორანი ასკანელი და ფალესტრა ლაუნჯ ბარია", ახალი ტურისტული და გასტრონომიული სივრცე ქალაქის გულში.
"რესტორან ასკანელს და ფალესტრა ლაუნჯ ბარს", შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ თანამედროვე კულტურის ცენტრიც, რომელიც ქმნის ახალ, ინოვაციურ გამოცდილებას და წარმოადგენს უნივერსალურ კონცეფციას, რომელშიც თავის შინაარსით სრულიად განსხვავებული რამდენიმე სივრცე ბუნებრივად ერთიანდება.
"რესტორანი ასკანელი და ფალესტრა ლაუნჯ ბარი" არის ადგილი საქმიანი ადამიანებისთვის და მაღალი დონის გასტრონომიის მოყვარულთათვის, ასევე დასვენების და გართობის სტილის ცხოვრების მიმდევრებისთვის. ეს არის სპეციალურად შექმნილი სივრცე, სადაც გემოს, რითმებს და ატმოსფეროს შეუძლია სასიამოვნო მოგონებების შექმნა, გასტრონომიული გამოცდილების გაზიარება და კომფორტული გარემოს შეთავაზება საქმიანი თუ პირადი შეხვედრებისთვის.
"რესტორანი ასკანელი და ფალესტრა ლაუნჯ ბარი“ „აქსის თაუერსის“ რესტორნების სივრცეში სიახლეა, რომელიც მოიცავს: ქართულ რესტორანს, ღონისძიებების სივრცეებს, ვერანდებს, ღვინის ბარს, ვიპ და ბიზნეს ზონებს.
ღონისძიებების სივრცე, „ვიპ ზონა“ შეხვედრებისთვის თუ „ლაუნჯ ბარი“ ჩვენს სივრცეს თქვენზე მორგებულ, განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. აქ შეგიძლიათ გამართოთ საქმიანი შეხვედრები, იმსჯელოთ პრივატულ თემებზე, მოუსმინოთ უცხოელი თუ ადგილობრივი შემსრულებლების მაღალი დონის მუსიკას და უბრალოდ, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გაატაროთ დრო განსაკუთრებულ ან თუნდაც, ჩვეულებრივ საღამოს.
ღვინის კუთხე და სარესტორნო სივრცე, ავთენტური, ქართული რეცეპტებით შექმნილი კერძებითა და უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მიღებული ღვინით, თქვენთვის დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებად იქცევა. ჩვენთან მომზადებული კლასიკური ქართული და განახლებული კერძები სასიამოვნო კულინარიულ მოგზაურობას გპირდებათ. ღვინის კუთხეში ჩვენი ხელით აღდგენილი, უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისგან მიღებული 60-ზე მეტი სახეობის ღვინო გვაქვს, მათ შორის ტრადიციული მეთოდით დამზადებული უგემრიელესი ქართული ცქრიალა ღვინოები, მრავალფეროვანი და ასაკოვანი ბრენდები, ჭაჭა და ქართული ხილის ნატურალური დისტილატები - არჩევანი თქვენზეა, რომელს დააგემოვნებთ. ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების აღორძინებასა და შენარჩუნებაზე ისევე, როგორც სარესტორნო – გასტრონომიული კულტურის განვითარებაზე კომპანია “ასკანელის” მფლობელი, გოჩა ჩხაიძე დიდი ხანია სისტემტურად მუშაობს. სწორედ „ასკანელის“ გამოცდილებით არის ნაკარნახევი „რესტორან ასკანელისა და ფალესტრა ბარის“ კონცეფციის შემუშავება.
„ასკანელი“ — ეს არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მძლავრი კომპანია, რომელიც ფლობს 453 ჰექტარ ვენახს და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის როგორც წყნარ და ცქრიალა ღვინოს, ისე მრავალფეროვან ბრენდის ასორტიმენტს. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და აღიარებულია მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ჯილდოებით.
„ასკანელის“ მფლობელობაშია რამდენიმე ღვინისა და ბრენდის ქარხანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2025 წელს ბაკურციხეში დასრულდა ახალი საბრენდე ბღვინის და ბრენდის ქარხნის მშენებლობა, თუმცა 2027 წლისთვის აქ იგეგმება უპრეცედენტო ტურისტული სანახაობის – ინტერაქციული ღვინის და ბრენდის მუზეუმის გახსნა, რომლის პროექტზეც მუშაობს ცნობილი ფრანგი არქიტექტორი.
ამგვარად, რესტორანი "ასკანელი და ფალესტრა ლაუნჯ ბარი" არ არის მხოლოდ ახალი მისამართი თბილისის გასტრონომიულ რუკაზე — ეს არის მთელი კომპანიის ფილოსოფიის გაგრძელება: ინოვაცია, ტრადიცია, ხარისხი და კულტურული ღირებულებების მხარდაჭერა ერთიან სივრცეში. 500-ზე მეტი სტუმრისთვის განკუთვნილი ადგილი, რომელიც ხშირად უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ვარსკვლავებს, ფესტივალებს და ღონისძიებებს — ეს არის ახალი სიტყვა ქალაქის ცენტრში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.17:46
ბიქეი ჰოლდინგმა, რომელიც წარმოადგენს თეთრი კვადრატის მფლობელ კომპანიას, გიორგი ნატროშვილი (CFA) თეთრი კვადრატის ახალ გენერალურ დირექტორად დანიშნა. გიორგი შეცვლის შორენა დარჩიაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეთრი კვადრატის ბრენდის შექმნასა და დეველოპერულ ბაზარზე მისი პოზიციის გაძლიერებაში. ბიქეი ჰოლდინგის აქციონერები და მენეჯმენტი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ შორენა დარჩიაშვილისადმი მისი ერთგულებისათვის და უსურვებენ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
ეს სტრატეგიული ცვლილება თეთრ კვადრატს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე დარჩეს ინოვაციურ და ლიდერ კომპანიად და ამავე დროს მნიშვნელოვნად გააფართოვოს საერთაშორისო გაყიდვების არხები. თეთრი კვადრატი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე საცხოვრებელი პირობებისა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების დანერგვით. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
გამოცდილი ლიდერი ახალი ეპოქისთვის
გიორგი ნატროშვილი ახალ პოზიციას დიდი გამოცდილებით იკავებს. მას ამჟამად ბიქეი ჰოლდინგში ფინანსური დირექტორისა და საოპერაციო დირექტორის თანამდებობები უკავია. ბიქეი ჰოლდინგამდე, გიორგი იყო m2 უძრავი ქონების ფინანსური დირექტორი, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ოპერაციულ წარმატებაში. მანამდე, გიორგი მუშაობდა ჯეოსელში, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, ხოლო კარიერა დაიწყო Ernst & Young-ში, სადაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებაში.
გიორგი არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი (CFA) და აღიარებული ექსპერტი ფინანსების, უძრავი ქონების განვითარების, საინვესტიციო მენეჯმენტის, ტექნოლოგიების, IT-ისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში. მისი მრავალპროფილური გამოცდილება და პროგრესული ხედვა სრულად შეესაბამება თეთრი კვადრატის მისიას — დააწესოს ახალი სტანდარტები უძრავი ქონების განვითარების ინდუსტრიაში.
გიორგის ხელმძღვანელობით, თეთრი კვადრატი აქცენტებს გააკეთებს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის კონცეფციების დანერგვაზე, რათა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები. მისი ძლიერი ფინანსური და საინვესტიციო გამოცდილება კომპანიას დაეხმარება ოპერაციების ოპტიმიზაციაში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. გიორგის ღრმა ცოდნა ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში საშუალებას მისცემს თეთრ კვადრატს, ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დანერგოს თავის პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობინადრეების ცხოვრების სტანდარტებს და კომპანიას შეუნარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას.
მომავლის მშენებლობა გამოცდილებით
„დღევანდელ დინამიკურ უძრავი ქონების ბაზარზე, კვალიფიკაცია და ექსპერტიზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ — განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, ბიქეი ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა. „გიორგის გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ინოვაციებისადმი ერთგულება მას იდეალურ ლიდერად აქცევს თეთრი კვადრატის ზრდის ახალ ეტაპზე. გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის განსაკუთრებული ღირებულების შექმნას.“ თეთრი კვადრატი რჩება ერთგული თავისი ძირითადი ღირებულებების — ხარისხის, კეთილსინდისიერებისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი, როგორც ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება კომპანიისთვის.
თეთრი კვადრატის შესახებ
თეთრი კვადრატი არის უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც ცნობილია ინოვაციური საცხოვრებელი პროექტებითა და ინოვაციური ურბანული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ბიქეი ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეთრი კვადრატი აგრძელებს დიზაინის, მდგრადობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.