მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ავიღეთ ნებართვა - რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი

news image

Kass Group-ი თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც Business Insider Georgia-ს Kass Group-ში განუცხადეს, მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას უკვე აღებული აქვს შესაბამისი ნებართვა და ამ დროისთვის პროექტის განფასების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამის შემდეგ კი დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს რესტორნის, ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული გადმოსახედის მოწყობას“, - აცხადებენ Kass Group-ში.

ცნობილია, რომ თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტზე ცნობილმა არქიტექტურულმა კომპანიამ „დემარკმა“ იმუშავა. პროცესში ასევე ჩართული იყვნენ სატელევიზიო ანძის მთავარი ინჟინრები „შიმანოვსკის ინსტიტუტიდან“ (უკრაინა), რომლებიც უშუალოდ პროექტის ექსპერტიზისა და მოწონების მიმართულებით იყვნენ აქტიურები.

Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით და მართვას გაუწევს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრს, პანორამულ რესტორანს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომლის მოწყობაც უკვე მისი ვალდებულებაა.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხდება დღეისათვის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ავიღეთ ნებართვა - რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი

26.11.2025.12:00

Kass Group-ი თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც Business Insider Georgia-ს Kass Group-ში განუცხადეს, მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას უკვე აღებული აქვს შესაბამისი ნებართვა და ამ დროისთვის პროექტის განფასების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამის შემდეგ კი დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს რესტორნის, ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული გადმოსახედის მოწყობას“, - აცხადებენ Kass Group-ში.

ცნობილია, რომ თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტზე ცნობილმა არქიტექტურულმა კომპანიამ „დემარკმა“ იმუშავა. პროცესში ასევე ჩართული იყვნენ სატელევიზიო ანძის მთავარი ინჟინრები „შიმანოვსკის ინსტიტუტიდან“ (უკრაინა), რომლებიც უშუალოდ პროექტის ექსპერტიზისა და მოწონების მიმართულებით იყვნენ აქტიურები.

Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით და მართვას გაუწევს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრს, პანორამულ რესტორანს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომლის მოწყობაც უკვე მისი ვალდებულებაა.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხდება დღეისათვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა