მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

ავიაციის დეკარბონიზაცია 2050 წლისთვის - Wizz Air-მა Net Zero სტრატეგია წარადგინა

news image

Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიახაზებმა, ოფიციალურად წარადგინა ყოვლისმომცველი სტრატეგია ნახშირბადის ნულოვანი ემისიის (Net Zero) მისაღწევად 2050 წლისთვის. ინიციატივა Flying Towards Net Zero ავიაციის დეკარბონიზაციის კონკრეტულ გზებსა და ქმედით ნაბიჯებზეა ორიენტირებული. სტრატეგია ემყარება სამ ძირითად მიმართულებასფრენებს (30%-იანი შემცირება ავიატექნოლოგიებისა და ფლოტის განახლებით), საწვავსა (53%-იანი შემცირება SAF-ის გამოყენებით) და ზეგავლენას (4%-იანი შემცირება საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების მოდერნიზაციით).

 

 

 

კომპანიამ, თავისი ახალი ინიციატივის Customer First Compass-ის ფარგლებში, უკვე განახორციელა 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია ოპერაციების გაუმჯობესებაში, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიის მქონე თვითმფრინავებისა და SAF-ის წარმოებაში. ეს ნაბიჯები ასახავს Wizz Air-ის მიზანმიმართულ მიდგომას, რომ ავიაციამ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი როლი ევროპაში კავშირისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაში.

 

ინიციატივის წარდგენა ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როდესაც ავიაციის ინდუსტრიას აშკარად უჭირს 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიზნის მიღწევა, ხოლო რეგულაციებისგან გამოწვეული ხარჯების ზრდა საფრთხეს უქმნის ევროპული ავიაციის კონკურენტუნარიანობას. კლიმატური ცვლილებები კვლავ სერიოზულ ბიზნეს და ფინანსურ რისკებს ქმნის. შესაბამისად, ამ გამოწვევებზე რეაგირება ისევე როგორც ეკოლოგიური, ასევე სტრატეგიული აუცილებლობაა ევროპული ავიაციის მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და გამძლეობის შესანარჩუნებლად.

 

რეალისტური გზამკვლევი ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მისაღწევად

Flying Towards Net Zero შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) გრძელვადიან კლიმატურ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო ავიაციის მიერ ნულოვანი ემისიის მიღწევას 2050 წლისთვის. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროგრესის ინდუსტრიალიზაციაზე, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. Wizz Air-ის სტრატეგია პირდაპირ პასუხობს ამ რეალობას.

სტრატეგია ემყარება ხუთ ძირითად მიმართულებას:

• 53% დეკარბონიზაცია SAF-ის გაზრდილი მოხმარებით;

• 21% დეკარბონიზაცია ინოვაციური ავიატექნოლოგიებისა და ძრავების გამოყენებით;

• 7% დეკარბონიზაცია ფლოტის განახლებით;

• 4% დეკარბონიზაცია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების რეფორმით;

• 2% დეკარბონიზაცია ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდით.

კონკურენტებთან შედარებით ავიაკომპანია უფრო დიდ აქცენტს აკეთებს SAF-ისა და ინოვაციური ავიატექნოლოგიების მნიშვნელობაზე, ვიდრე დაუმტკიცებელ ტექნოლოგიებსა და ემისიების კომპენსაციაზე.

 

ფრენები. საწვავი. ზეგავლენარადიკალური ცვლილებისკენ სვლა

 

ფრენებიინოვაციური მიდგომები უფრო სწრაფად უნდა დაინერგოს ავიაციაში

Wizz Air-ს მსოფლიოში ყველაზე დაბალი ემისიის მაჩვენებელი აქვს და მიზნად ისახავს ემისიების 25%-ით შემცირებას 2030 წლისთვის. ავიაკომპანია ევროპაში ყველაზე ახალ, ენერგოეფექტურ ფლოტს ფლობს (Airbus A321neo). Wizz Air-ი ინოვაციებში ინვესტიციას ახორციელებს Customer First Compass-ის ფარგლებში. ამ მიზნების მისაღწევად ავიაციას სჭირდება რადიკალური ცვლილებებითვითმფრინავებმა უნდა შეძლონ მაღალი კონცენტრაციის SAF-ის მიღება, რაც დღევანდელი რეგულაციებით შეზღუდულია.

 

საწვავიაუცილებელია SAF-ის მასობრივი წარმოება 

SAF წარმოადგენს Wizz Air-ის Net Zero სტრატეგიის მთავარ საყრდენს და ყველაზე ძლიერ ბერკეტს დეკარბონიზაციისთვის. კომპანია აქტიურად დებს კაპიტალს SAF-ის წარმოებაში, მონაწილეობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში და თანამშრომლობს SAF-ის მწარმოებელ კომპანიებთან. თუმცა, SAF-ის დღევანდელი წარმოება შეზღუდულია, ხოლო ფასიარაკონკურენტული დაბალბიუჯეტიანი მოდელისთვის. ამიტომ, აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა შექმნან გრძელვადიანი სტიმულირების პოლიტიკა, როგორიცაა მდგრადი ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც SAF-ის ფართო გამოყენებას შეუწყობს ხელს და დააბალანსებს ფასების სხვაობას ჩვეულებრივ ავიასაწვავთან შედარებით.

 

ზეგავლენაინფრასტრუქტურული რეფორმის განხორციელება

საჰაერო მოძრაობის არაეფექტური მენეჯმენტი ყოველწლიურად მილიონობით ტონა ზედმეტ ემისიას წარმოქმნის. აუცილებელია საჰაერო სივრცის მოდერნიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებს მოსთხოვეს ემისიების შემცირება, მოძველებული რეგულაციები და ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობა აჩერებს პროცესს. Wizz Air-ი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ოპერაციების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, თუმცა სხვა ავიაკომპანიებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ინიციატივაში.

 

 

ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG დირექტორი:

„Wizz Air-ი მხარს უჭერს ავიაციის დეკარბონიზაციის ამბიციურ ხედვას, მაგრამ ცვლილებების ტემპი საკმარისი არ არის და რადიკალური ქმედებების გარეშე ავიაცია ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. დეკარბონიზაციის გზა სავსეა გაურკვევლობებითმთავარი გამოწვევები მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის არ არის. ისინი პოლიტიკას, ინვესტიციებს, ბაზრის დინამიკასა და დროულ აღსრულებასაც მოიცავს. მეცნიერული პროგრესიც დაბრკოლებებს აწყდებაფასების, ინფრასტრუქტურისა და რეგულაციების თვალსაზრისით.

ჩვენ გვჭირდება ქმედებები და არა მხოლოდ მიზნები. ამიტომაც მივმართავთ მთავრობებს, რეგულატორებსა და საწვავის ინდუსტრიასდროა, რეალობას თვალი გაუსწოროთ და განახორციელოთ ცვლილებები, რომლებიც ნულოვან ემისიას რეალობად აქცევს. ფრენები, საწვავი, ზეგავლენა - ესაა ჩვენი ვალდებულება. ესაა ჩვენი გზა. ასე ვაგრძელებთ სვლას ნულოვანი ემისიისკენ.”

 

 

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდაწლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლისგარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება

21.05.2025.18:05

20-22 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნოლოგიის სფეროსქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) - ესარის მიმართულებები, რომლებზედაც ტექპროფესიონალები ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიამ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის  Tegeta app-ის შესახებ ინფორმაციას, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი გაუზიარებს. ნიკა კოხოძე 21 ივნისს  Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე  - Shaping the New Era გამოვა სიტყვით. 

 

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცემა, ტექსფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში  შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით. 

Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი  მაგალითია, რომელიც  მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს.  ის  არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს,  Radio City | District 4-ში ჩატარდება და მას  3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრება. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე და Chillout ზონა და სხვა. ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ  Side Event-ს გამართავენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა