მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ავეჯის ბიზნესში აქტივობა და მაღალი ფასები წელსაც შენარჩუნდა - Geo house

news image

საქართველოში ავეჯის მიმართ მზარდი მოთხოვნაა. ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა, რამაც პროდუქციის ღირებულება ერთბაშად 40-50%-ით გააძვირა.

როგორც კომპანია Geo house-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა რაჭველიშვილი Business Insider Georgia- თან  ამბობს წელს მაღალი ფასები შენარჩუნდა, ასევე დიდია მოთხოვნაც, რაც ავეჯის ყველა მიმართულებას ეხება.

„უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში დაწყებულმა ტენდენციამ და მოთხოვნის ზრდამ ავეჯის წარმოებაზეც იმოქმედა. 2-3 წელია, შკვეთები მკვეთრად გაიზარდა და ახლაც ინარჩუნებს ტრენდს, ყველა სახის ავეჯზე მატულობს მოთხოვნა, თანაც, მომხმარებელი უპირატესობა უფრო ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს. ბაზარზე ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ყველაფერი იყიდება, ვინმე თუ შეძლებს დამზადებას, გაუყიდავი ავეჯი არ რჩება საწარმოში“, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.

Geo house დამფუძნებლის თქმით, გარკვეული პრობლემა არსებობს ბაზარზე დროული მიწოდების კუთხით, რაც ნელ-ნელა ლაგდება.

„უამრავი ბინა შენდება თბილისში, რომელიც ავეჯით უნდა შეივსოს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეკვეთები იმდენად აქტიური იყო, რომ მიწოდების კუთხით იქმნებოდა პრობლემა, ახლა ეს სიტუაცია გამოსწორდა, ნელ-ნელა ლაგდება. რაც შეეხება 2021-2022 წლებში 40-50%-ით გაძვირდა და წელსაც შენარჩუნდა. ხელობის საფასური კი ფაქტობრივად გაორმაგებულია, ასეთი ცვლილება რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ომმა და დაძაბულობამ რეგიონში გარკვეული გავლენა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე მოახდინა “, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.

რაც შეეხება Geo house-ის  ავეჯის ფასს, კარის დამზადების ფასი 700 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 600-650 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად იზრდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა