მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა

news image

„თეგეტას“ 30-წლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან - „თეგეტა ჰოლდინგმა“  „თანამშრომლების დაჯილდოება 2025“ განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10-, 15-, 20- და 30-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს საგანგებოდ შერჩეული ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს. 

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასათვის“ გუნდი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ბიზნესი მეტად წარმატებული, განვითარებაზე ორიენტირებული და პროგრესულია. როდესაც ვაფასებთ „თეგეტას“ გზას ერთი პატარა მაღაზიიდან ავტოინდუსტრიის ლიდერობამდე, სწორედ თეგეტელების დამსახურებაა, საამაყოა, რომ „თეგეტაში“გუნდის ასეულობით წევრი გვყავს 10-15-20 და 30 წლის გამოცდილებით, რომელთა ერთგულებითა და პროფესიონალიზმით შეიქმნა ბრენდი, რომელსაც დღეს მთელ რეგიონში იცნობენ და ენდობიან. განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის“.  

დღეს „თეგეტა ჰოლდინგში“ 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 100-ზე მეტს 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 80-მდე თანამშრომელი 15 წელს ითვლის, 13 თეგეტელი უკვე 20 წელია გუნდის წევრია, ხოლო 3 ადამიანი კომპანიას დაარსების დღიდან მოჰყვება. ასეთ ერთგულებას „თეგეტაში“ კონკრეტული მიზეზით ხსნიან - კომპანიამ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო, სადაც პირადი და ორგანიზაციული მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, სადაც ერთად გატარებული წლები საერთო მომავალში ითარგმნება.

რუსუდან სანიკიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაში“ თანამშრომელთა მრავალწლიანი ერთგულება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის — ეს არის სოციალური კაპიტალის დაგროვების ფორმა. როდესაც ადამიანი კომპანიაში ათწლეულებს ატარებს, ეს მეტყველებს არა მხოლოდ მის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ ორგანიზაცია იქცევა საკუთარი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის, ღირსებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ. 

დაჯილდოების ეს ღონისძიება არ არის უბრალოდ სამსახურში გატარებული წლების აღნიშვნა — ეს არის გზის, ურთიერთობისა და თანაზიარების აღიარება. იმ გზის, რომელსაც ორგანიზაცია და ადამიანი ერთად გადიან, ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს აყალიბებენ“.

დაჯილდოების ცერემონიისათვის ახალი ვიზუალური იდენტობა შეიქმნა და თითოეული დეტალი საგანგებოდ გაიწერა. „ვილა მოსავლის“ განახლებულ სივრცეში 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. განსაკუთრებული იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილიც.

თეგეტელებთან ერთად ჰყვებოდა კომპანიის ისტორიას ის ჯილდოც, რომელიც ცერემონიისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. კონცეფცია და დიზაინი NS Product-თან თანამშრომლობით შემუშავდა. საბოლოო ფორმა კი ვენეციაში DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ფურცლიდან რეალობად აქციეს. 

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე საძირკველია, რასაც „თეგეტა“ ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომელიც მათთან ერთად კომპანიის განვლილ გზას მოჰყვებოდა. ნამუშევარში ის მახასიათებლები გავაერთიანეთ, რომლებიც სწორედ ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს - განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი, დინამიკურობა და არქიტექტურული ფორმები, რაც ჰოლდინგის ინფრასტრუქტურას გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ ერთჯერადად გამოხატული მადლიერების ნიშანია, არამედ ერთად გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი“.

წარმატების ისტორიები და ნაბიჯები კომპანიამ ერთ წიგნად შეკრა, რომელიც თანამშრომელთა გამოცდილებას, გამოწვევებსა და ემოციებს აღწერს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელიც „თეგეტას“ მიერ განვლილ სამ ათეულ წელს საკუთარი გუნდის წევრების პერსპექტივიდან ჰყვება. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„ყველა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის უკანაც „თეგეტას“ თანამშრომლები დგანან, სტრატეგიულ კომუნიკაციებში იყრის თავს. გვინდოდა, ამ ამბებისთვის, რომლებიც ექსკლუზიური, გამორჩეული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ერთად მოგვეყარა თავი. ვფიქრობთ, ეს პერსონალური ისტორიები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს. გვსურს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ჰქონდეს. ამ მიზანს სისტემაში აქცევს ჩვენი CSR სტრატეგია, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ კომპანიის გუნდის წევრების კეთილდღეობასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა. თანმიმდევრულად მივყვებით არჩეულ გზას და ამ გზაზე მთავარი სტიმული და ენერგია სწორედ „თეგეტას“ გუნდია“. 

„თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომ პატარა მაღაზიიდან რამდენიმე წელიწადში კომპანია რეგიონის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა