„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 8 ქართული ბრენდის ტყავის პროდუქცია მილანში Micam & Mipel Milano-ზეა გამოფენილი
“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები მილანში, ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში - „Micam & Mipel Milano” მონაწილეობენ.
სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, გამოფენაზე რვა ქართული კომპანია წარადგენს ტყავის პროდუქციას, მათ შორისაა: Salle de Mode, Jiano, Cosmo, Gepherrini, Tani, GT Handmade, Mansard, Nicolo.
ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო შემსყიდველებთან. ქართული ჩანთებით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით დაინტერესდნენ უცხოელი ბაიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, სინგაპური, იაპონია, აშშ, ირლანდია, პაკისტანი, ნიგერია, თურქეთი, ესტონეთი, რუმინეთი, შვეიცარია.
ტყავის პროდუქციის საერთაშორისო შოუს Micam & Mipel Milano-ს 30 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა იტალიის მოდის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს ცნობილ ბრენდებს, დამწყებ თუ წარმატებულ დიზაინერებსა და ბაიერებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.