მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

ასორტიმენტს დავამატეთ მამაკაცის ხაზი - "ქართული ორნამენტი"

news image

„ქართული ორნამენტი“ აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ეთნოგრაფიულ ორნამენტებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნის. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ქართული ორნამენტის“ წარმომადგენელს ინა სოხაძეს ესაუბრა.

“სულ ახლახანს დავამატეთ მამაკაცის ხაზი - ყელსახვევები და პიჯაკის ცხვირსახოცები. თითოეული მათგანი დამზადებულია ჩვენი ბრენდის პრინტით და წარმოდგენილია ოთხ განსხვავებულ ფერში.

გარდა ამისა, ქართულ თემატიკაზე გვაქვს ახალი ტიპის დიზაინები, რომლებიც სიუჟეტურად და თემატიკურად კვლავ ერგება ორნამენტის ძირითად ხაზს, თუმცა განსხვავებულია ფერებითა და პრინტებით. ასევე დავიწყეთ ახალი პროექტი - „მოგზაურობა შარფით“, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ კოლაბორაციებს სხვადასხვა ქვეყნებთან და მუზეუმებთან. უკვე შევქმენით ახალი ბერძნული სტილის პრინტები აკროპოლისის მუზეუმთან თანამშრომლობით, მათ შორის სამი განსხვავებული დიზაინი.

ასევე გვაქვს ეგვიპტური პრინტი, რომელიც ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად შეიქმნა დამოუკიდებლად, პარტნიორობის გარეშე. ეტაპობრივად დაემატება სხვა ქვეყნების კულტურებზე შექმნილი დიზაინებიც, მათ შორის ინდური მანდალა, პორტუგალიური აზულეჟუ, იტალიური სტილის ორნამენტი და სხვა. ჩვენი მიზანია, რომ თანდათანობით მოვიცვათ სხვადასხვა ქვეყნების ძირითადი კულტურული მახასიათებლები ორნამენტების სახით. ჩვენი ბრენდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ბიზნეს მოდელზე, ჩვენ ვართ სოციალური საწარმოს ტიპის ინიციატივა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია კულტურის პოპულარიზაცია. ჩვენი დევიზია: მეტი ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად გვინდა რომ თანდათანობით მოვიცვათ სხვადასხვა ქვეყნები “, - ამბობს ინა სოხაძე.


ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ინეტესი სტაბილურად მაღალია, როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელების მხრიდან.

„ქართული ხაზი საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, როგორც უცხოელი მომხმარებლების, ასევე ადგილობრივი მყიდველების მხრიდან. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სამ კატეგორიად იყოფა:

  1. უცხოელი ტურისტები ან უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან აქ ყოფნის შემდეგ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში და სურთ, თან წაიღონ ქართული საჩუქარი;
  2. ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და სურთ, იქ წაიღონ ქართული ნივთები საჩუქრად;
  3. ადგილობრივი მომხმარებელი, რომელიც ან საკუთარ თავისთვის ყიდულობს პროდუქციას, ან საქართველოში დარჩენილი ადამიანისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანია ამჟამად საიტის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რომელიც უახლოეს პერიოდში მზად იქნება.


„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ვებგვერდის გაუმჯობესებაზე. ის უკვე ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და შეიძლება დათვალიერება, თუმცა ამჟამად ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია. მიმდინარეობს პროდუქციის დამატება. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება და სრულად ფუნქციონალური გახდება.
ჩვენი მთავარი ფოკუსია საერთაშორისო გაყიდვები, რადგან უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ორნამენტების თემატური წარმოჩენა. სწორედ ამ მიმართულებით გვსურს გააქტიურება. პირველ ეტაპზე ევროპაზე ვართ ორიენტირებულნი და მას შემდეგ, რაც ევროპის ბაზარს მოვიცავთ, ვგეგმავთ განვითარებას ამერიკის მიმართულებით “, - აცხადებს ინა სოხაძე.

ცნობისთვის, პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით იქმნება. „ქართული ორნამენტი“ 100%-ით ქართულია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა