მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

აშშ-ის სავიზო მოსაკრებლის გადახდა უკვე საქართველოს ბანკის სხვადასხვა არხითაა შესაძლებელი

news image

აშშ-ის ვიზის საფასურის დაფარვის არსებული პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და გაციფრულდა.

აქამდე აშშ-ის ვიზის მოსაკრებლის დაფარვა მხოლოდ ფიზიკურად, საქართველოს ბანკის ფილიალში მისვლითა და ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი. ეს პროცესი უკვე სრულად ტრანსფორმირდა და მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გადახდა დამატებითი, მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული არხებითაც განახორციელონ. ესენია:

  1. საქართველოს ბანკის eCommerce სისტემის გამოყენებით – ბარათით გადახდა პირდაპირ აშშ-ის ვიზიტის დაგეგმვის ვებგვერდზე.
  2. მობილბანკით, ინტერნეტ ბანკით ან BogPay-ს გადახდის აპარატით – კლიენტისთვის მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით, რომელიც აპლიკანტს ენიჭება ვიზის განაცხადის შევსების დროს.

„საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუდმივად ცდილობს სერვისების გამარტივებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას. ამ ინიციატივით მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, დაზოგონ დრო და სავიზო მოსაკრებლის დასაფარად მათთვის ყველაზე მოსახერხებელი გზა აირჩიონ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სიახლით ვიზის საფასურის გადახდის პროცესი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი გახდება”, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა - დორა

21.07.2025.18:00

„დორა“ არის ქართული ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2017 წელს, 9 წლის ასაკში დავიწყე, როგორც ჰობი და საინტერესო ექსპერიმენტი, - განაცხადა Business Insider Georgia - სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი შეშაბერიძემ.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში „დორა“ პატარა სამზარეულოდან გადაიზარდა რეალურ საწარმოო პროცესში, რომელმაც მრავალი მომხმარებლის სიყვარული მოიპოვა.

„მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ,,დორა,, ამზადებს ნებისმიერი სირთულის ჯოხიან კანფეტს როგორიც არის ფოტო კანფეტი, გამომშრალი ხილით, ღვინის კანფეტი და სხვა მრავალი სახის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის ქიმიური დანამატების გარეშე წარმოებაა.

„კომპანიის უპირატესობა არის ის, რომ ტკბილეული მზადდება ქიმიური დანამატების გარეშე ძველი ტრადიციული ,,მამალოს“ დამზადების მეთოდით, ასევე ის რომ კანფეტის სირთულე, „დორაში“ არ არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული კანფეტი მზადდება ხელით, ამიტომ მასში ჩაქსოვილია ძველი მამალოს სპეციფიკა, რაც ნოსტალგიურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც ძველად სახლში საკუთარი ხელით ამზადებდნენ მამალოს და ასევე ახალი თაობისთვის, რომლებიც ბაზარზე არსებული ჯოხიანი კანფეტებისგან განსხვავებულ მეტად ნატურალურ, სახალისო, გემრიელ და ქართულ პროდუქტს იღებენ “, - აღნიშნავს გიორგი შეშაბერიძე.

„დორას“ მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული მამალო გახდეს მსოფლიო მასშტაბის წარმატებული ბრენდი „“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ობიექტებში როგორიცაა : Wendy’s, Dunkin’ და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა