მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

„არწივის ბუდის“ მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

news image

აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობა შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ჩირუხის მთაზე ხორციელდება და საბოლოო ჯამში "არწივის ბუდის" დიზაინით, 1 789 მეტრი სიგრძის ზიპლაინის ​მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.  როგორც Business Insider Georgia-სთან "ანაგის" საინვესტიციო დირექტორმა თორნიკე კუჭავამ განაცხადა, წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტის დეტალები შეთანხმებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.

„ჩირუხის ზიპლაინი ორ წლიანი კონტრაქტია, რომელიც პროექტირება-მშენებლობის პრინციპით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კონცეფცია დამუშავდა და საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა. ვფიქრობთ, ჩირუხის ზიპლაინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი იქნება საქართველოში"- აღნიშნეს კომპანიაში.  
პროექტის ღირებულება 9.3 მლნ ლარია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Georgia Capital-მა წყალმომარაგების ბიზნესში 20%-იანი წილი გაყიდა

09.07.2025.11:00

Georgia Capital PLC ("GCAP")-მა გამოიყენა ოფციონის უფლება და 20%-იანი წილი გაყიდა წყალმომარაგების ბიზნესში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ JSC Georgia Capital („JSC GCAP“) გაყიდა Georgia Global Utilities JSC-ში („GGU“) არსებული 20%-იანი წილი.

წილობრივი შეთანხმების თანახმად, უმრავლესობის მფლობელი — Aqualia Georgia LLC („Aqualia“) — ვალდებულია გადაუხადოს JSC GCAP-ს ოფციონის განხორციელებისთვის 70.4 მილიონი აშშ დოლარი. ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება მოსალოდნელია 2025 წლის ივლისის ბოლომდე.

ცნობისთვის, 2021 წლის 31 დეკემბერს „საქართველოს კაპიტალმა“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში, რომელიც მანამდე მსხვილი კომპანიების პორტფელში შედიოდა, 80%-იანი წილის გასხვისებაზე. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების ბიზნესში დარჩენილი 20% შეფასებულ იქნა წინასწარ შეთანხმებული ფუთ ოფციონის კოეფიციენტით მყიდველთან ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რადგან სს „საქართველოს კაპიტალს“ ნათლად ჩამოყალიბებული ბიზნესიდან გასვლის გეგმა ჰქონდათ ფუთ და ქოლ სტრუქტურების გამოყენებით, წინასწარ შეთანხმებული EBITDA კოეფიციენტებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა