Art Nona-ს გურული გემოები „გემო ფესტზე“ - ძველი რეცეპტების გაცოცხლება
ოზურგეთში გამართულ გასტრონომიულ ფესტივალზე „გემო ფესტი“, ადგილობრივმა საცხობმა და კაფე Art Nona-მ სტუმრებს გურიის ტრადიციული გემოები გააცნო.
„გემო ფესტში“ მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, უამრავი კერძი დავაგემოვნე და აღმოვაჩინე ისეთი გურული რეცეპტები, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი,“ – აღნიშნავს Art Nona / Bakery & Cafe არტ ნონა / საცხობი-ს დამფუძნებელი.
ფესტივალზე ბრენდმა ძველი რეცეპტით შექმნილი კერძი წარადგინა.
„ფესტივალისთვის მომზადების პროცესში გავიხსენე ბებიას რეცეპტები – როგორ ნაყავდა მკვახე ყურძენს ზაფრანთან, ნიგოზთან და ქინძთან ერთად. სწორედ ეს ინგრედიენტები გამოვიყენე კერძის მოსამზადებლად და ამ კომბინაციამ განსაკუთრებული არომატი შექმნა,“ – ამბობს დამფუძნებელი.
Art Nona ოზურგეთში მოქმედი მცირე საცხობია, რომელიც დესერტებს, პურ-ფუნთუშეულს და ტრადიციულ გემოს მყუდრო გარემოში სთავაზობს სტუმრებს.
ფესტივალზე გაყიდვებიც წარმატებული აღმოჩნდა – როგორც Art Nona-ს დამფუძნებელი ამბობს, პირველი დღე ღამის 23:30 საათამდე მუშაობდნენ, რაც დამთვალიერებელთა ინტერესზე მიანიშნებს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასევე ფესტივალის ორგანიზატორებსა და პროფესიონალ შეფებს, რომლებმაც დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს. ვგეგმავ, მომავალშიც აუცილებლად მივიღო მონაწილეობა „გემო ფესტში“ – ეს არამხოლოდ გაყიდვების, არამედ პროფესიული ზრდის შესაძლებლობაა,“ – აღნიშნავს Art Nona-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.10:39
საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.
პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.
პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:
„საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.