Art Drive გაფართოებას გეგმავს - ავტოსკოლა შესაძლოა 2026 წელს რუსთავშიც გაიხსნას
ავტოსკოლა არტ დრაივი • Art Drive გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, კომპანია რუსთავში ახალ ფილიალს 2026 წელს გახსნის.
„გაფართოებაზე ვფიქრობთ. არსებობს მიწის პრობლემა, თუმცა რუსთავში გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები. თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და მიწა შევიძინეთ, რუსთავში ავტოსკოლას უკვე 2026 წელს გავხსნით,“ - განმარტავს ბერიშვილი.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება საკუთარი რესურსებითა და ბანკის დახმარებით იგეგმება.
ავტოსკოლის დამფუძნებელი მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც აჯამებს და განმარტავს, რომ Art Drive-ს მაგალითზე მომართვიანობა იზრდება, ჩაჭრის მაჩვენებელი კი მცირდება
ბერიშვილის განცხადებით, 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით - A და B კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მიმართულებით.
„ჩაჭრის მაჩვენებელი იკლებს და პირველივე გამოცდაზე წარმატების მაჩვენებელი ნელ-ნელა იზრდება. ადამიანები უფრო გაგებით ეკიდებიან ჩვენს რჩევებს, შესაბამისად, წარმატებით აბარებენ. შვიდი თვის მონაცემებით, A და B კატეგორიის მსურველთა მხრიდან მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8–10%-ით არის გაზრდილი,“ - ამბობს ბერიშვილი.
ზრდა განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან შეინიშნება
ავტოსკოლის დამფუძნებლის თქმით, ავტოსკოლაში მამაკაცების მხრიდან მომართვიანობა უფრო მეტადაა გაზრდილი, თუმცა ქალთა რიცხვიც მატულობს.
„გარდამტეხი ცვლილებაა. ადრე მოდიოდნენ კითხვით - 3 ან 5 გაკვეთილში თუ ვისწავლითო? ახლა კი ბევრად უფრო მოტივირებულები არიან და მაქსიმალურად ითვალისწინებენ ინსტრუქტორების რჩევებს. საშუალოდ 20-დან 25 გაკვეთილამდე სჭირდებათ წარმატებული ჩაბარებისთვის - მოედანი და ქალაქი ერთად,“ - აღნიშნავს ბერიშვილი.
„არტ დრაივი“ – ერთ-ერთი წარმატებული ავტოსკოლა თბილისში
„არტ დრაივი“ 2010 წელს დაარსდა და სულ რაღაც ხუთ წელიწადში ერთ-ერთ საუკეთესო ავტოსკოლად ჩამოყალიბდა თბილისში, რაც მომსახურების მაღალმა ხარისხმა განაპირობა.
ავტოსკოლა მომხმარებლებს სთავაზობს ყველა კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული კურსების გავლას, მათ შორის — ჩაბარების გარანტიით.
ამ დროისთვის „არტ დრაივი“ სრულ დატვირთვაში ოპერირებს თბილისში, შემდეგ მისამართზე: წერეთლის N2, „დინამო არენა“, კარი 2-3 (ცენტრალური შესასვლელი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.19:00
infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია.
გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:
Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი
Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი
STEPS Batumi - 250 ნომერი
Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი
Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი
Jrw Welmond Hotel Spa Casino - 194 ნომერი.
www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.
პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.