მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

არსებული პროგნოზების, მათ შორის სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2025 წელი მაღალი ეკონომიკური აქტივობის და ზრდის ფონზე წარიმართება - ლევან დავითაშვილი

news image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებსა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და ხედვებზე ისაუბრა.

 

საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს, შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ბოლო წლებში საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ  9.4% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს ევროზონის ეკონომიკა 0.8%-ით, ხოლო აშშ-ს ეკონომიკა 1.8%-ით გაიზრდება. ტარიფების გამო ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი,  4.0%-მდე შენელებაა პროგნოზირებული ჩინეთის ეკონომიკაში. გლობალურად გაუარესებული პროგნოზების ფონზე, სავალუტო ფონდმა ახლახანს საქართველოში გამართული კონსულტაციების ფარგლებში  2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი უკვე მე-14 იმართება, წელს მისი მთავარი თემაამშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში." ღონისძიება დედაქალაქის მერის კახი კალაძის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლებით გაიხსნა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში რამდენიმე პანელური სესიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  

 

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების მიმოხილვისას ხაზი გაუსვა, რომ 2025 წელი არსებული პროგნოზების თანახმად, მაღალი ეკონომიკური აქტივობის და ზრდის ფონზე წარიმართება, რასაც ადასტურებს  შემდეგი მონაცემები: პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ხოლო აპრილში ის 7.5%-ს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წლის დასაწყისში ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით იქნება გამორჩეული

 

მთავრობის კონსერვატიული შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება, თუმცა, ველოდებით, რომ ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალი იქნება, სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გაზრდაც ამას მიანიშნებს. შემდგომ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კვლავ იქნება  კაპიტალური ხარჯები, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ინვესტიციების ზრდისკენ, საექსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებისკენ მიმართული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ გაუმჯობესებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამავე დროს, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ღონისძიებები ხორციელდება სავაჭრო ინტეგრაციის გაუმჯობესებისა და საექსპორტო ღონისძიებების ხელშესაწყობად, ასევე ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. მან ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას, რომელიც  მიმართულია ინვესტიციების წახალისებისკენ  ახალ ტექნოლოგიებში, კვლევასა და განვითარებაში და  ინოვაციებში. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და  გლობალური მიწოდების ჯაჭვებში საქართველოს ინტეგრაციის ზრდის საკითხზე.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა: თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე ინვესტიციები  განახლებად ენერგიაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. დეველოპმენტში აღსანიშნავია ისეთი პროექტები, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, როგორიცააემაარისა" დაიგლ ჰილსის" დაგეგმილი პროექტები თბილისსა და ბათუმში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა