მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

არსებული ჯავშნების მიხედვით კარგი სეზონი იქნება - Machakhela Inn - Resort and Winery

news image

არსებული ჯავშნების მიხედვით კარგი სეზონი უნდა იყოს, თითქმის მთელი ზაფხული უკვე შევსებული გვაქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მაჭახელას პარკთან ახლოს, სოფელ მაჭახლისპირში მდებარე სასტუმროს Machakhela Inn - Resort and Winery-ს მფლობელმა ხატია ქაღბადაძემ განუცხადა. მისი თქმით, Machakhela Inn - Resort and Winery-სთვის პირველი ზაფხულია, როდესაც სასტუმრო სტუმრებს მიიღებს.

„Machakhela Inn - Resort and Winery ბაზარზე რამდენიმე თვეა რაც არსებობს. განთავსების ობიექტი გასულ წელს, სეზონის ბოლოს გაიხსნა. წელს პირველი სრული სეზონი გვაქვს. Machakhela Inn - Resort and Winery შედგება 4 სტანდარტული კოტეჯისგან, სადაც 4 ადამიანის განთავსების საშუალება, ასევე გვაქვს 1 დიდი ვილა, რომელიც 6 ნომერზეა გათვლილი. გვაქვს მარანი, რექტორი, აუზი (ღია აუზი), საუნა, კაფე და ღია კინოთეატრი“, - აცხადებს ხატია ქაღბადაძე.

ირკვევა, რომ გახსნიდან დღემდე რეზორტის სტუმრების 50%-ი ადგილობრივები იყვნენ, ხოლო 50%-ი უცხოელები. უცხოელებიდან კი საუდის არაბეთი ლიდერობდა, რომელმაც ლიდერის პოზიციები ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც შეინარჩუნა, რადგანაც საუდის არაბეთიდან ჯავშნები ისევ წამყვან ადგილს იკავებს. თუმცა Machakhela Inn - Resort and Winery-ს ზაფხულის სეზონისთვის საკმაოდ აქტიური ჯავშნები აქვს სუდანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

„ყველაფერს ვაკეთებთ კომბინირებულად, რომ ცნობადობაც გაიზარდოს და მეტი სტუმარი მივიღოთ. ქართულ ბაზარზე საუკეთესო რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია. ჩვენთვის თითოეული სტუმარი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან გატარებული ყოველი წამი დაუვიწყარ გამოცდილებად ვაქციოთ. ყურადღება დეტალებზე, გულწრფელი მომსახურება და გარემო, რომელიც სიმშვიდესა და კომფორტს ქმნის – ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია“, - აცხადებს Machakhela Inn - Resort and Winery-ს დამფუძნებელი.

რაც შეეხება ფასებს, ადგილობრივი სტუმრებისთვის ტარიფი განსხვავებულია და კოტეჯის შემთხვევაში 300 ლარს შეადგენს.

Machakhela Inn - Resort and Winery-ი სტუმრებს ასევე ღვინის დეგუსტაციის სერვისსაც სთავაზობს, სადაც 5 სახეობის ღვინის, 1 სახეობის ლიქიორის, 1 სახეობის კონიაკი და 3 სახეობის არყის დაგემოვნება და შეძენაა შესაძლებელი.

ირკვევა, რომ Machakhela Inn - Resort and Winery-ს მაგალითზე ყველაზე მოთხოვნადი ქინძმარაული და საფერავია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია კომპანია „ივრის ფერმების“ განვითარების სტრატეგია - ნინო ცხადაია

27.05.2025.22:00

წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.

„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.

აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.

კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა