მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის 201 ბინა გაიყიდა

news image

26 აპრილს, არქი რუსთავის საცხოვრებელი კომპლექსის დიდი ფასდაკლების დღეზე, ერთ დღეში ყველა დროის რეკორდული რაოდენობის 201 ბინა გაიყიდა. არქის ფილარმონიის ოფისს დილიდანვე უამრავი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრა, რათა საოცნებო სახლი წარმოუდგენელ ფასად შეეძინათ, დღის ბოლოს კი არქის დიდ ოჯახს 750-მდე ახალი არქელი შეუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია კონკრეტული საცხოვრებელისახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქისახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.

“26 აპრილი არქისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იყო, რადგან გვესტუმრა უამრავი ადამიანი და ერთ დღეში 201 ბინა გაიყიდა, რაც კომპანიისთვის ახალი რეკორდია. არქი რუსთავი კომპანიის პირველი პროექტია რუსთავში, რომელიც არა მხოლოდ შექმნის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ქალაქში ცხოვრების სტილს. ვულოცავ არქი რუსთავის ახალ მაცხოვრებლებს გონივრულ ინვესტიციას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, იმისთვის რომ თითოეულმა არქელმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნოს“ — არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი რუსთავი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას ქალაქში - გ. ლეონიძის #38-ში, საიდანაც ახლოს არის ყველა საჭირო ობიექტი. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 8 საცხოვრებელ სახლს, 10 000 კვ.მ გამწვანებულ ეზოს, ფიტნეს დარბაზს, საბავშვო და სპორტულ ზონას, კომერციულ სივრცეს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. 

26 აპრილი, არქის ფილარმონიის ოფისში ნამდვილი დღესასწაული იყო. ღონისძიების წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, ვინც თითოეულ ახალ არქელს შენაძენი საზეიმო ვითარებაში მიულოცა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. არქი თავის მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ ახალ გამორჩეულ პროექტს, შეთავაზებას და ღონისძიება უმზადებს.

არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 19 წელია ისტორიას წერს და 44 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 51 დასრულებული და 27 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, რუსთავში, ბათუმში, სიონში, ბაკურიანსა და მაიამიში, ამერიკაში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა

29.04.2025.18:00

თბილისში, მზიურში, „თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უცხოელ არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობდა.

"სივრცე 22 აპრილიდან გაიხსნა. ვმუშაობდით უცხოელ არქიტექტორებთან ერთად. კერძოდ, ერთ-ერთ დიზაინ სტუდიასთან, რომელიც საბავშვო სივრცეებში არის სპეციალიზებული. უშუალოდ, პროექტსა და დიზაინზე მუშაობა 2023 წლის ნოემბერში დავიწყეთ. დაგეგმარების პროცესი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ კი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თვითონ სივრცე არის 800 კვადრატი. მოიცავს სხვადასხვა ზონებს, მათ შორის ოთხ დაბადების დღის ოთახს. ამ ოთახებში გვაქვს დისკო ოთახი, სადაც არის Silent Disco სისტემა, ანუ დისკო ყურსასმენებით, რომელიც საკმაოდ ახალი ტექნოლოგიური სისტემაა და გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს ყურსასმენში აქვს მუსიკა ჩართული. გვაქვს SMEG - ის კულინარიული ოთახი, სადაც კულინარიული ვორქშოპები და დაბადების დღეები იქნება. ასევე გვაქვს 0-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის სივრცე, რომელიც საქართველოში დაბადების დღეების მიმართულებით არავის არ აქვს და არის სრულიად ადაპტირებული 5 წლამდე ბავშვებისთვის და ასევე მეოთხე ოთახია STEM ოთახი, რომელიც იქნება სხვადასხვა ტიპის მეცნიერული ექსპერიმენტების ოთახი. გარდა ამისა, სივრცეში გვაქვს კაფე, რომელიც არის მშობლებისთვის, ან ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მოუნდება რომ „თამაშობანას“ ესტუმროს მათ შორის, უბრალოდ ლანჩის დროს. კაფე დაახლოებით 40 ადამიანზეა გათვლილი და მიბმული აქვს Baby Area, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა პატარებთან ერთად მოსვლის, კაფეში ჯდომის და მათი გართობის. ვისაც ბავშვის დატოვების პრობლემა აქვს მათთვის იქნება საკმაოდ კომფორტული. გარდა ამისა, გვაქვს მაღაზია, სადაც განთავსებულია „თამაშობანას“ თამაშები, ჩვენი ცნობისმოყვარე პანდას გამომცემლობის წიგნები და სხვა ექსკლუზიური ბრენდების წიგნები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არის და ახლა შემოგვაქვს. ასევე არის თავისუფალი თამაშის სივრცე, რომელიც იქნება დღიურ ბილეთებზე მიბმული და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ მოვიდეს, იყიდოს დღიური ბილეთი და შემოვიდეს თავისუფალი თამაშის სივრცეში, სადაც განთავსებულია სასრიალოები, სათამაშოები, სხვადასხვა აქტივობები, რითაც შეუძლია რომ დაკავდეს და ასევე პატარა ვორქშოპების მაგიდა. კიდევ გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც ზაფხულიდან იქნება წიგნის კლუბი. გვაქვს კლასობანას ოთახიც, სადაც იქნება კურსები ბავშვებისთვის და გვაქვს თეატრი, რომელშიც უკვე მაისის შუა რიცხვებიდან ყოველ შაბათ-კვირას იქნება კონკრეტული სპექტაკლები, წარმოდგენები, შოუები, სხვადასხვა საუბრები მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ეს თეატრი არის ნამდვილი თეატრი თავისი განათებებით, ვიდეო ტექნიკით, რომელიც როგორც კინო მუშაობს და იმუშავებს სრული დატვირთვით შაბათ-კვირას. ასევე გვაქვს დიდი და ლამაზი ეზო, რომლის პროექტიც ჯერ გზაშია და არ დაგვიწყია მასზე მუშაობა, თუმცა მალე ეს საკითხიც მოგვარდება. საკმაოდ კარგ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. სამზარეულო გვაქვს ევროპული სტანდარტების, აბსოლუტურად ახალი დანადგარებით აღჭურვილი და მაქსიმალურად კონცენტრირება გვაქვს იმაზე, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის იყოს და ნებისმიერი ჩვენი სივრცის ვიზიტორი ამას აღნიშნავს. პატარა დეტალები გაქვს დარჩენილი, რასაც მალევე დავასრულებთ და უკვე მაისის თვიდან სრული დატვირთვით მივიღებთ სტუმრებს სხვადასხვა მიმართულებით, მსურველებს ვისაც „თამაშობანასთან“ თამაში მოუნდებათ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა