მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

არქის საჩუქარი ემიგრაციაში მცხოვრებ პატარა არქელებს

news image

„არქი“ LIB.GE აკადემიასთან პარტნიორობით ემიგრაციაში მცხოვრებ არქელებს საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. პროექტი სპეციალურად იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი ოჯახები კი საქართველოში „არქის“ ბინის მფლობელები არიან. ონლაინ საკვირაო სკოლას, რომლის მთავარი გზავნილიცაა „ვისაუბროთ ქართულად“, კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქმნის.

პროგრამაში მონაწილეობა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებსს შეეძლებათ. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიღრმავებენ სასაუბრო უნარებს და გაეცნობიან, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას. საპილოტე ეტაპზე არქი სრულად დაუფინანსებს 3-თვიან კურსს პირველ 25 დარეგისტრირებულ მსურველს.

„პროექტის მიზანია, პატარებს ენის შესწავლაში დავეხმაროთ. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ლიტერატურის შენარჩუნება სამშობლოს გარეთ. ეს წამოწყება ერთგვარი ხიდია საქართველოსთან - იქ, სადაც მათი ნამდვილი სახლია. ჩვენ მზად ვართ, მომავალში უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა“, - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტი LIB.GE აკადემიასთან თანამშრომლობით, ინოვაციური პროგრამით ხორციელდება. აქ ბავშვებს საშუალება ექნებათ, ინტერაქციულ გარემოში ისაუბრონ ქართულად და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარონ. ონლაინ გაკვეთილები 7 მარტიდან, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, დაიწყება და მას საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე გაუძღვება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

25.02.2026.14:17

თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კოპანიის - The Coca-Cola Company - 1000 დოლარამდე აქციიების მფლობელი გახდეთ.

წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება.

თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან.

ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი.

გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე.

თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია.

თუ ჯერ არ გაქვთ საინვესტიციო ანგარიში, გახსენით:

https://app.tbcbank.ge/YiId/rhkvpcsa

თამაშის წესებს დეტალურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა