მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.8
-0.0105
flag
AZN 1.5867
-0.0022
flag
CNY 38.382
-0.0008
flag
EUR 3.1825
0.0128
flag
GBP 3.643
0.0138
flag
KZT 52.87
0.0044
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6975
-0.004

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

news image

გრანდ ავენიუზე მხოლოდ არქელებისთვის საახალწლო ქალაქი მოეწყო, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა სტუმრებს. ადგილზე სადღესასწაულო გარემო იყო შექმნილი; წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები, გორის ბავშვთა გუნდის შთამბეჭდავი პროგრამა, ბალერინების საზეიმო პერფორმანსი და საინტერესო აქტივობები მთელი ოჯახისთვის.

ღონისძიების ძირითადი სივრცე სოციალური საწარმოების, ქალი ენტერპრენერებისა და მიკრო მეწარმეებს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმო. ინიციატივა „არქის სოციალური პასუხისმგებლობის და  ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებშიგანხორციელდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ 50 მეწარმის უნიკალურ ნამუშევრებს. კომპანია არქიმ“ საახალწლო საჩუქრებთან ერთად სტუმრებს ფულადი ღირებულების ვაუჩერები გადასცა, რომელთა გადაცვლაც ადგილზე სასურველ პროდუქციაში შეეძლოთ; არქელებიც ამ კეთილი საქმის თანამონაწილეები გახდნენ.

ინიციატივამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. მონაწილეების თქმით, „არქიმ“ მათ მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია უშუალოდ მომხმარებლისთვის გაეცნოთ და შედეგებითაც საუკეთესო პრეცედენტები შეიქმნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური ნაწილი დაეთმო უნიკალურ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც გაფორმებული იყო George Coby-ის (გიორგი კობახიძის) საკოლექციო მინის საშობაო სათამაშოებით. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ამერიკის კულტურის ცენტრისა და The Financial-ის მიერ, „არქისთან“ და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მეწარმის წარმატების ისტორია არის ამბავი, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე მილიონობით ამერიკული ოჯახისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ აქცია. როგორც „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ აღნიშნა, George Coby-ის ისტორია თითოეული მეწარმისთვის შთაგონების მაგალითი უნდა გახდეს.

„არქელებისთვის გრანდ ავენიუზე გამართული საახალწლო ღონისძიება  ახალი ტრადიციის დასაწყისია. ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებლებისთვის კიდევ მრავალ პოზიტიურ და სადღესასწაულო გამოცდილებას შექმნის. კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ილია წულაიამ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image LoveStars - მა ახალი სივრცე გახსნა

23.12.2025.18:00

LoveStars არის ქართული ბრენდი, რომლის ისტორია 2019 წლიდან იწყება. კონცეფცია სიმარტივისა და ჰარმონიულობის ერთობლიობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ბრენდი მომხმარებელს პრაქტიკულ და გამორჩეული დიზაინის კოლექციებს სთავაზობს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, LoveStars - ის თანადამფუძნებელს, სალი სულთანიშვილს ესაუბრა.


„ბრენდის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალ სივრცეში გადასვლა,მაღაზიაში რომელიც მდებარეობს უფრო დინამიკურ და თვალსაჩინო ლოკაციაზე. ახალი სივრცე უკეთ გამოხატავს ჩვენს სტილსა და ხედვას და მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ გამოცდილებას “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

LoveStars-მა ასორტიმენტი გააფართოვა და მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიებში სხვადასხვა სიახლე შესთავაზა.

„ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ. სიახლეები გვაქვს, როგორც ტანსაცმლის კატეგორიაში, ასევე ფეხსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიებშიც “, - აცხადებს სალი სულთანიშვილი.

ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზიები თბილისში, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N22-სა და ირაკლი აბაშიძის ქუჩა N33-ში მდებარეობს. მაღაზიები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა