მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

„არქის“ 85%-იანი რეკორდული ზრდა - კომპანიისთვის 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა

news image

საქართველოში #1 დეველოპერულმა კომპანია არქი - Archi-მ 2025 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. კომპანიის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა და ბრენდის 19-წლიან ისტორიაში უპრეცედენტო შედეგები დაფიქსირდა.

„არქის“ გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განცხადებით: „კომპანიას წინა წელთან შედარებით რეკორდულ 85%-იან  ზრდა აქვს“  მისივე თქმით: „ასეთი წარმატების საფუძველი, მომხმარებელთა ნდობის და პრემიუმ პროექტების დამსახურებაა“

დღეისთვის „არქის“ პორტფელი 51 დასრულებულ და 32 მიმდინარე პროექტს მოიცავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლის განმავლობაში 3,000-ზე მეტი ბინა გაიყიდა და დღეს „არქის“ დიდი ოჯახი 51 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

2025 წელს ყურადღების ცენტრში ყველაზე მასშტაბური პროექტი - გრანდ ავენიუ არქისგან მოექცა. კომპანიამ 5 საათში 644 ბინა გაყიდა და ამით რეგიონული რეკორდი დამყარდა. „გრანდ ავენიუ“ ბრენდის განვითარებისთვის სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტზე საერთაშორისო ექსპერტები - არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები მუშაობენ.

„არქის“ ბრენდის სიძლიერესა და მასშტაბებს საუკეთესოდ უსვამს ხაზს მისი ბიზნესპარტნიორებისა და ინვესტორების ვარსკვლავური შემადგენლობაც - მსოფლიო დონის სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უდიდეს სიამაყეს წარმოადგენენ. უკვე 7 წელზე მეტია, რაც NBA-ის ლეგენდა, ზაზა ფაჩულია, „არქის“ ბიზნესპარტნიორია, ამჟამად კი კომპანიის მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“, პარტნიორები და ინვესტორები გახდნენ ჩვენი დროის გამორჩეული ქართველი სპორტსმენები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ხაზს უსვამს მათთან გრძელვადიანი გეგმებისა და წარმატებული თანამშრომლობის დაწყებას, რაც ძალიან საამაყოა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა მსოფლიოში #1  ექსპერტ მარტინ ლინდსტრომთან თანამშრომლობით.

შიო ხეცურიანის თქმით: „2026 წლის ხედვა სწრაფ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.  „არქი მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ საცხოვრებელ ბინებს, არამედ ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და მწვანე სივრცეებს, რაც ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.“

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა