„არქის“ 85%-იანი რეკორდული ზრდა - კომპანიისთვის 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა
საქართველოში #1 დეველოპერულმა კომპანია არქი - Archi-მ 2025 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. კომპანიის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა და ბრენდის 19-წლიან ისტორიაში უპრეცედენტო შედეგები დაფიქსირდა.
„არქის“ გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განცხადებით: „კომპანიას წინა წელთან შედარებით რეკორდული 85%-იან ზრდა აქვს“ მისივე თქმით: „ასეთი წარმატების საფუძველი, მომხმარებელთა ნდობის და პრემიუმ პროექტების დამსახურებაა“
დღეისთვის „არქის“ პორტფელი 51 დასრულებულ და 32 მიმდინარე პროექტს მოიცავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლის განმავლობაში 3,000-ზე მეტი ბინა გაიყიდა და დღეს „არქის“ დიდი ოჯახი 51 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
2025 წელს ყურადღების ცენტრში ყველაზე მასშტაბური პროექტი - „გრანდ ავენიუ არქისგან“ მოექცა. კომპანიამ 5 საათში 644 ბინა გაყიდა და ამით რეგიონული რეკორდი დამყარდა. „გრანდ ავენიუ“ ბრენდის განვითარებისთვის სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტზე საერთაშორისო ექსპერტები - არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები მუშაობენ.
„არქის“ ბრენდის სიძლიერესა და მასშტაბებს საუკეთესოდ უსვამს ხაზს მისი ბიზნესპარტნიორებისა და ინვესტორების ვარსკვლავური შემადგენლობაც - მსოფლიო დონის სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უდიდეს სიამაყეს წარმოადგენენ. უკვე 7 წელზე მეტია, რაც NBA-ის ლეგენდა, ზაზა ფაჩულია, „არქის“ ბიზნესპარტნიორია, ამჟამად კი კომპანიის მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“, პარტნიორები და ინვესტორები გახდნენ ჩვენი დროის გამორჩეული ქართველი სპორტსმენები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ხაზს უსვამს მათთან გრძელვადიანი გეგმებისა და წარმატებული თანამშრომლობის დაწყებას, რაც ძალიან საამაყოა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა მსოფლიოში #1 ექსპერტ მარტინ ლინდსტრომთან თანამშრომლობით.
შიო ხეცურიანის თქმით: „2026 წლის ხედვა სწრაფ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. „არქი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ საცხოვრებელ ბინებს, არამედ ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და მწვანე სივრცეებს, რაც ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.“
სხვა სიახლეები
2026 წელს ჯამურად გაყიდვების 18%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ - Food Alliance
13.01.2026.14:00
ფუდ ალიანსი • Food Alliance, რომელიც სისტემატურად ფართოვდება და იზრდება, 2025 წელს წარმატებულად აფასებს და 2026 წლისთვის გაყიდვების 18%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ კოხრეიძემ, აღნიშნა, კომპანიამ პროექტები საკმაოდ წარმატებით განახორციელა, რაც მის გაყიდვებზე დადებითად აისახა.
„2025 წელი Food Alliance-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით ჰორეკას კუთხით - ვგულისხმობ სასტუმროებს, რესტორნებს და ასე შემდეგ. 2024 წელთან შედარებით 55%-იანი ზრდა გვქონდა. 2025 წელს ჩვენთვის ძირითადი გამოწვევა იყო ნედლეულის ფასის არასტაბილურობა. ამ ფონზე კომპანიამ ყველაფერი გააკეთა და ფასების ზრდა არ მოგვიხდენია. ნედლეულის ფასი 2025 წელს უფრო მერყევი იყო.
ასევე, წელს ჩავუშვით ონლაინ გაყიდვები და ონლაინ შეთავაზებები, B2B კომუნიკაციები გავაუმჯობესეთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ პროექტმა გაამართლა.
2025 წელს გვქონდა საწარმოო გადაიარაღებაც - უფრო მოცულობითი პურის წარმოების მიმართულებით, და ეს პროექტიც წარმატებით მიმდინარეობს.
წელს კადრებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც 2024 წელს უფრო მკვეთრი იყო, 2025 წელს მეტ-ნაკლებად დასტაბილურებული იყო“, - აცხადებს Food Alliance-ს გენერალური დირექტორი.
ვახტანგ კოხრეიძე განმარტავს, რომ 2026 წელს გაყიდვების ზრდის კუთხით კომპანია გათვლას 18%-ზე აკეთებს.
„2026 წელს ჯამურად გაყიდვების 18%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ. რაც შეეხება ჩვენს პორტფელს, ყველაზე მეტი ზრდა ჰორეკა მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
დღეისათვის Food Alliance-ის მიერ წარმოებული პროდუქტების მომხმარებლები არიან დიდი და ბრენდული სასტუმროები.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Food Alliance კონკურენტულია როგორც რითეილში, ისე ჰორეკა მიმართულებით. ჰორეკაში, გარდა ადგილობრივი მწარმოებლებისა, რომლებიც ბევრი არ არის, იმპორტიც ხდება ევროპული კომპანიების მხრიდან და აქაც კონკურენციაა, თუმცა საკმაოდ ხშირად ხარისხითაც და ფასითაც ჩვენ იმპორტს კონკურენციას ვუწევთ. გარდა ამისა, გვაქვს FSSC 22000 სერტიფიკატი, რაც ჩვენი მხრიდან საკმაოდ კონკურენტუნარიანი იარაღია“, - ამბობს Food Alliance-ს გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Food Alliance საკუთარი პროდუქციით ჰორეკა სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს და სადისტრიბუციო ქსელიც გააჩნია. Food Alliance-ის გაყიდვები მზარდია, რასაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და კრუასანის ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
Food Alliance 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.
სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, Food Alliance-მ 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო.
Food Alliance აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს, ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს.
კომპანიის უპირველესი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ ნაწარმს.
პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომლებიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.
ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.
კომპანიის მიერ პროდუქციის დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისებების შენარჩუნებას.
პროდუქტის მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში მხოლოდ 15–20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.
Food Alliance თანამშრომლობს ფრანგი ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.