მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

არქიმ წარმატებით დანერგა ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი - ISO 9001:2015

news image

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ წარმატებით დანერგა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შიდა პროცესების გაუმჯობესებას, ეფექტიანობის ზრდას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ მომსახურების სტაბილურად უზრუნველყოფას

ISO 9001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც დეველოპერული კომპანია "არქი" გამოიყენებს შექმნას მართვის სტრუქტურირებული ჩარჩო, რომელიც ეფუძნება როგორც პროცესებზე, ისე რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას. მისი ძირითადი ამოცანებია:

მომხმარებლის კმაყოფილების დონის ამაღლება;

პროცესებზე და რისკებზე დაფუძნებული მართვის მოდელის დანერგვა;

საოპერაციო ეფექტიანობისა და მუდმივი განვითარების წახალისება;

თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა და ლიდერშიფის როლის გაძლიერება;

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

ISO-ს დანერგვის პროცესში, სერტიფიცირების ეტაპზე, არქი თანამშრომლობდა წამყვან საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანოსთან – TÜV NORD-თან. მათ მიერ  ჩატარებული აუდიტი არქიმ წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ TÜV NORD-ს აკრედიტაცია მინიჭებული აქვს გერმანიის ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს – DAkkS-ის მიერ. პროცესში, ასევე ჩართული იყო კომპანიაშპს მენეჯმენტის სისტემები“, რომელმაც უზრუნველყო კონსულტაციები და სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ISO 9001?

დღეს ISO 9001 ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტია მსოფლიოში და 190-მდე ქვეყანაში გაცემულია ერთ მილიონზე მეტი სერტიფიკატი. ის ეკუთვნის ISO 9000-ის ჯგუფს, რომელიც მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის შვიდ პრინციპს, მათ შორის მომხმარებელზე ფოკუსსა და უწყვეტ გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ISO 9001 ამ ჯგუფის ერთადერთი სტანდარტია, რომელსაც სერტიფიცირება აქვს. სწორედ ამ და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ხორციელდება როგორცარქის" პროექტები, ისე შიდა სტრუქტურული პროცესები, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეუქმნას ხარისხზე ორიენტირებული, გამართული და სანდო გარემო.

 

არქისთვის ისეთი სტანდარტის დანერგვა, როგორიც ISO 9001:2015-ია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მაღალი ხარისხის, სტაბილური განვითარებისა და პროცესების გამჭვირვალობის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებით, როგორიცაა მშენებარე ბინები სადაც თითოეული დეტალი გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე.

სტანდარტის დანერგვით, არქი კიდევ უფრო აძლიერებს თავის პოზიციონირებას როგორც ხარისხზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული ბრენდი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11.12.2025.10:14

ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში. ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია.

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და  მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. 

„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.

კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვა დეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა