მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

არქიმ #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა

news image

არქიმ „გრანდ ავენიუზე“ პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის HR ბრენდინგისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგია წარადგინა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისათვის იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც კომპანიის კულტურის გაძლიერებასა დამდგრადი განვითარების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

„არქი ქმნის მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი მოტივირებულია და მუშაობს გარემოში, სადაც ზრუნავენ მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ხედვასა და მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი კომპნიის წარმატება,“ – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ღონისძიების სლოგანი – „განვითარება უსაზღვროა“ – გამოხატავს კომპანიის HR ბრენდინგის ძირითად ფილოსოფიას: თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერას და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას.

„მუდმივად ვაკვირდებით თანამშრომლების საჭიროებებს და ვაძლევთ მათ რეალურ შესაძლებლობას პროფესიული წინსვლისთვის. ასეთი მიდგომა ქმნის საფუძველს, ვიყოთ ლიდერი დეველოპერული კომპანია და ნომერ პირველი დამსაქმებელი,“ – აღნიშნავს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთუნა ჟვანია.

ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებები. არქი უახლოეს პერიოდში გეგმავს გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო და სპორტული ინიციატივების განხორციელებას.

„CSR ჩვენთვის არ არის ერთჯერადი საქველმოქმედო კამპანია – ეს არის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი,“ – განმარტავს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი დავით გელაშვილი.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა HR ექსპერტი მედეა ტაბატაძე, რომელმაც ისაუბრა HR ბრენდინგის თანამედროვე ტენდენციებზე და იმაზე, თუ როგორ ქმნის თანამშრომლისა და ბრენდის სინერგია კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ბიზნეს რეალობაში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Biodiesel Georgia-მ ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყო

24.10.2025.18:00

Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიას ბიზნეს მოდელი ეტაპობრივად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, მათ საწარმოში ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყეს.

„ჰოლდინგმა Biodiesel Georgia-მ დაამატა ახალი მიმართულება ბიზნესში. ჩვენ დავიწყეთ ცხოველური ცხიმების შეგროვება სასაკლაოებიდან, რომელსაც ადგილზე ვამუშავებთ და ბიოდიზელის საწარმოებლად გამოვიყენებთ. აღნიშნული ნედლეული წლების განმავლობაში ნაგავსაყრელებზე იყრებოდა. საუბარი მაქვს გამოუყენებელ ნედლეულზე, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა. დღეს Biodiesel Georgia-მ გადაწყვიტა, ეს ნედლეული გამოიყენოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას ასევე მივაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ეს იქნება ნაბიჯი ნარჩენების მართვის, გარემოზე ზიანის შემცირების და ბიოდიზელის წარმოების განვითარებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.

ამ დროისთვის Biodiesel Georgia ზუსტ მონაცემებს არ ფლობს, თუ რა მოცულობის ცხოველური ცხიმების შეგროვება და გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

„მოლოდინი ნედლეულთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი. ამაზე დეტალური მონაცემები ძალიან მალე გვექნება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობილია, რომ ახალი საწარმო ვაზიანში, Green Hub-ის ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

„რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, ამ დროისთვის გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა ჰარმონიზდეს. პროცესის დასრულების შემდეგ აქტიურად გავაგრძელებთ წარმოების მშენებლობას. საუბარია ახალ გადამამუშავებელ საწარმოზე Green Hub-ზე. ამჟამად ველოდებით რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზებას, შემდეგ კი აქტიურად გავაგრძელებთ მშენებლობას“, - აღნიშნავს მურმან პატარაია.

სამომავლოდ Biodiesel Georgia ბიოგაზის წარმოებასაც გეგმავს. აღნიშნული პროექტიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახორციელებს ახალ პროექტს Green Hub, სადაც არამხოლოდ ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავმოყრილია ყველა გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.

Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის წარმოება გამოყენებული მეორადი საკვები ზეთისგან.

გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში.

ბიოსაწვავის მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი Meliora 2022 - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.

პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ნარჩენები აგროვდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადგილზე ვამუშავებთ და ვექსპორტავთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის რეგულაციების სრული დაცვით.

ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი „მწვანე“ პროექტი – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში. იგი მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისგან, როგორიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარისთვის.

Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციაზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში. ჰოლდინგი სწრაფად ზრდის ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბებს და ტენდენციებს, ხოლო ახალი, უფრო დიდი თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე.

Biodiesel Georgia ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო კომპანიას მოუტანოს სარგებელი ეკონომიკას, ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და შეუწყოს ხელი საქართველოს მდგრად განვითარებას“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა