არქი მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორ ვეი იაპ ოისთან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს
არქი თანამედროვე არქიტექტურის ახალი სტანდარტს ნერგავს - 19 ივლისს კომპანიასა და Wei Yap Architecture-ს შორის ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერი დეველოპერული კომპანია მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორთან - Wei Yap Ooi-სთან გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს. საერთო მიზანი ასეთია - არქის ყველა პრემიუმ პროექტი შესრულდება ცნობილი არქიტექტორის ხედვით, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ იდენტობას უნიკალურად გააერთიანებს.
ვეი იაპ ოი ავსტრალიაში რეგისტრირებული არქიტექტორია და მისი პორტფოლიო აერთიანებს უმსხვილეს პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის - T2 Changi Airport Hotel – სინგაპურში; Scientia Terrace-Monte Sant’ Angelo Mercy College - სიდნეიში, ავსტრალიაში; Kun Ming Mixed-Use Commercial Development - კუნმინგში, ჩინეთში, 272 Normanby Road Residential Development - სამხრეთ მელბურნში, ავსტრალიაში და სხვა.
არქის კოლაბორაცია ასეთი მაღალი დონის არქიტექტორთან ჩაფიქრებული მხოლოდ ერთ პროექტზე იყო. უშუალოდ მუშაობის პროცესში კი, რომელიც ორივე მხარისთვის ორგანული და საინტერესო აღმოჩნდა, გაჩნდა იდეა, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი და უფრო მასშტაბური ყოფილიყო.
„ჩვენ ერთად ვცდილობთ წარმოვიდგინოთ როგორი შეიძლება იყოს ეს ქალაქი - ინოვაციური, ადამიანზე ორიენტირებული და მდგრადი. გვსურს სრულად გამოვავლინოთ ჩვენი საერთო პოტენციალი ქალაქის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩემთვის, საქართველოს ბუნება, ურბანული სივრცეები და არქიტექტურული ტრადიციები შთაგონების წყაროა.” - აღნიშნავს ვეი იაპ ოი.
არქისთან სასიამოვნო თანამშრომლობა და საქართველოში მიღებული შთაგონება გახდა მიზეზი, რომ ვეი ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად და საკუთარი არქიტექტურული სტუდიაც სწორედ თბილისში გადმოეტანა. მასშტაბური პროექტებზე მუშაობის მიღმა, ვეი აპი ავსტრალიის არქიტექტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო დეპარტამენტის თავმჯდომარეა. ასევე, ფლობს უნიკალურ აკადემიურ გამოცდილებასაც, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღო და მის გაზიარებს არქიში, ქართველ პროფესიონალებთან გეგმავს.
„ვეისთან თანამშრომლობა ჩვენთვის შთამაგონებელია, რადგან არქიტექტურა აგვყავს მსოფლიო დონის ხარისხზე. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ მისწრაფებას, შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროექტები, რომელიც როგორც დიზაინით, ასევე მშენებლობის ხარისხით უალტერნატივოა. სწორედ ვეი იაპის ხედვით დაპროექტდა არქის ახალი მულტიფუნქციური პრემიუმ კომპლექსები ქინგ თამარი და არქი ჰორაიზონი. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომლის შესახებაც საზოგადოება სულ მალე შეიტყობს” - ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
არქის პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტების განხორციელება და მაცხოვრებლების კომფორტული ცხოვრების შეთავაზებაა. თითქმის 20 წელია, რაც არქი საქართველოში ხარისხით, ფორმითა და ხედვით მომავალზე ორიენტირებულ, საერთაშორისოდ აღიარებულ არქიტექტურულ სტანდარტებს ამკვიდრებს. სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით, არქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი ვეი იაპის ხედვის მიხედვით განხორციელდება, სადაც იდეალურად გაერთიანდება ქართული ისტორია, კულტურა და ხასიათი არქიტექტურის თანამედროვე პრინციპებთან. სწორედ ეს თანამშრომლობა იქცა არქისა და Wei Yap architecture-ის გრძელვადიანი ურთიერთობის დასაწყისად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.19:00
დღეისათვის „ბიზეს ასისტენტის“ სერვისით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისვე განმარტებით, პროექტის გაშვებამდე ის სატესტო რეჟიმში 4-5 თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამ ხნის განმავლობაში მოხდა მისი დახვეწა.
„მოგეხსენებათ, როდესაც იუსტიციის სახლზეა საუბარი აქ პირველი თავში რაც მოგვდის ეს არის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიდრე ამ პროექტს ოფიციალურად ჩავუშვებდით, მანამდე დაახლოებით 4-5 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა, როცა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ეს პროექტი. ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს ამ სერვისით, და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა, სადაც გავმართეთ პრეზენტაცია. ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უწევს ბიზნეს იუსტიციის სახლთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, რომ ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა. რაც შეეხება ამ სატესტო რეჟიმს, ამ პერიოდმა ამ 4 თვემ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე დაგვეხვეწა და ის ხარვეზები რაც კი გამოჩნდა ამ 4 თვიანი კომუნიკაციის და ურთიერთობის პროცესში, ამ ხარვეზების საფუძველზე უფრო მეტად სრულყოფილი გაგვეხადა ეს პროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, სერვისი ამ დროისათვის ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მისი გაფართოება მოხდება.
„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ უფრო ფართოდ გავშალოთ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით. ასევე როგორც გითხარით ბიზნეს ასოციაციაშიც გვქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. ასევე ეს არაა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში წარიმართება. როცა ამ პროექტის რაღაც ეტაპი დასრულდება, ბუნებრივია ავტომატურად საჭიროება გახდეს იმისა, რომ ვთქვათ ბათუმში განხორციელდეს ეს პროექტი და ბათუმში არსებულ ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა ამით ისარგებლოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც ყოველთვის, ყველა სერვისთან მიმართებაში ყველასთან მივიდეთ და ყველას ავუხსნათ ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.