მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

news image

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია „არქისთვის“ კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილსა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია წლებია აქტიურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებასა და წარმატებულ ათლეტებს, რომელთა რიგებშიც არაერთი ჩემპიონია. ამჯერად „არქი“ თანამშრომლობას იწყებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან.

„ჩვენთვის სპორტი მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის - ეს განვითარების, მიზანდასახულობისა და გამარჯვების ფილოსოფიაა. სანდრო ბაზაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომლის შრომისმოყვარეობა და მიღწევები მთელ ქვეყანას აერთიანებს. გვიხარია, რომ „არქის“ ისტორია და სანდროს გზა საერთო ღირებულებებით იკვეთება“, - აცხადებენ კომპანიაში. თავად სანდრო ბაზაძისთვის, ეს კოლაბორაცია დამატებითი მოტივაციის წყაროა. სპორტსმენის თქმით, არქი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის რწმენა ლიდერობად. ორივე მხარეს აერთიანებს მაქსიმალისტური მიდგომა საქმისადმი და მიზნისკენ ბოლომდე სვლის სურვილი, რაც ახალი წარმატებების საწინდარია.

„არქის“ ისტორია 2006 წლიდან იწყება და უკვე 20 წელია, კომპანია ინოვაციური მიდგომებით ცვლის სტანდარტებს სამშენებლო ინდუსტრიაში. მიღწეული შედეგები გუნდისთვის მხოლოდ დასაწყისია - ისევე, როგორც სანდრო ბაზაძისთვის, რომელიც არასდროს ჩერდება და მუდმივად წინ მიიწევს.

ამ კოლაბორაციის მთავარი გზავნილია - „წარმატება, რომელიც გვაერთიანებს“. პარტნიორობის უმთავრესი მისია კი საზოგადოებაში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უწყვეტი თვითგანვითარების იდეის პოპულარიზებაა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა