მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

არდისთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი გამოდგა, რადგან კომპანიამ განაახლა ბრენდი და თავისი პოზიციონირების ფოკუსი გაზარდა - მიხეილ ჯაფარიძე

news image

2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 802 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება 162 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, ხოლო წმინდა მოგებამ 56 მლნ ლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.
მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლების და ზოგადად ბაზრის ტენდენციების შესაფასებლად Business Insider Georgia-ს სადაზღვევო კომპანია არდის გენერალურ დირექტორს მიხეილ ჯაფარიძეს გაესაუბრა.

- 2025 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლების მიხედვით როგორ აფასებთ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის დინამიკას?

- მთავარი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ზრდის ტემპი შენელდა. თუ გასული წლის 6 თვის ზრდა 20,5% იყო, 2025 წლის ანალოგიური პერიოდის ზრდა 12.5%-ია, რაც დასაფიქრებელია. იმ შემთხვევაში თუ მთელი წლის მონაცემებიც ანალოგიური იქნება ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბაზრის განვითარების ტემპი ნელდება და სიახლეა საჭირო.

- როგორ აფასებთ არდისთვის გასულ 6 თვეს, რა იყო ამ პერიოდში მთავარი მიღწევები? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანია და როგორ გაუმკლავდით მათ?

- არდისთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი გამოდგა, რადგან კომპანიამ განაახლა ბრენდი და თავისი პოზიციონირების ფოკუსი გაზარდა, როგორც მაღალი სამომხმარებლო სტანდარტის კომპანიამ. დავიწყეთ აპლიკაციის, ვებ-გვერდის და სხვა ტექნოლოგიური და სერვისული გადაწყვეტილებების განახლება.

პირველ კვარტალში გარკვეული გამოწვევები იყო კონკრეტულ კორპორაციული კლიენტების სეგმენტში, თუმცა ეს ერთჯერადი პროცესი იყო და შემდგომ პერიოდში ამ დინამიკის გაგრძელებას აღარ ველოდებით.

- რომელი პროდუქტები ან მიმართულებები იყო ყველაზე წარმატებული ამ პერიოდში? დაზღვევის რომელ ტიპებზე იზრდება მოთხოვნა ყველაზე სწრაფად და როგორ პასუხობთ ამ ტენდენციებს?

- კონკრეტულ სახეობას არ გამოვყოფდი, ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ისევ სამედიცინო დაზღვევაა და შემდეგ სხვა სახეობები (ავტოდაზღვევა, ქონება და ა.შ.). გარკვეული ტემპის გაციება შეინიშნება და ცხადია ეს საყურადღებოა.

- საანგარიშო პერიოდში არდის მაგალითზე, რამდენად გაუმჯობესდა ფინანსური მაჩვენებლები მაგალითად, პოლისების ზრდა, მომხმარებელთა ბაზის გაფართოება, კორპორატიული კლიენტების წილი? ასევე საინტერესოა როგორ შეიცვალა არდის შიდა პროცესები ან სტრატეგია ბოლო 6 თვეში, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში?

- კომპანიის ფინანსური შედეგები მეტ-ნაკლებად შარშანდელი მდგომარეობის მსგავსია. კომპანიის ზრდა ბაზრის საერთო ზრდას მიუყვება, თუმცა მოკლევადიან რყევებს შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და მთავარი ფოკუსი ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზეა.

ყველა იმ სიახლის და ცვლილების შედეგს რაც წელს დავიწყეთ მომავალი წლიდან დავინახავთ, როდესაც შედეგების გაზომვას დავიწყებთ და გარდა ამისა სიახლეების მიმდინარე წლის გეგმა არ დასრულებულა და კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი.

- როგორია არდის პოზიციონირება დღეს დაზღვევის ბაზარზე, კონკურენტებთან შედარებით და ასევე როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის როლს დაზღვევის კულტურის განვითარებაში საქართველოში?

- ზოგადად, არდი აქტიურობს საშუალო და და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტში და სერვისებიც აქვს შესაბამისი სტანდარტის, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმისგან, რასაც ჩვენ ვისურვებდით. ბევრი რამ შესაძლოა გაკეთდეს ბევრად უკეთესად და ერთდროულად ეს არის კავშირში სადაზღვევო კულტურის განვითარებასთან და ჩვენი აქტივობა თავად ამ ცნობადობის ზრდას ეხმარება.

- როგორია ინდუსტრიაში მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი და რამდენად გაიზარდა დაზღვევის მიმართ ინტერესის კულტურა?

- ამის ობიექტური საზომი სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ თუ შევხედავთ იმას, რომ ტემპი შენელდა ეს არ არის სახარბიელო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად რეგულირდება დაზღვევის ბაზარი დღეს საქართველოში? არის თუ არა საჭირო დამატებითი რეგულაციები ან სტიმულები სექტორის გაძლიერებისთვის?

ბაზრის რეგულირების ნაკლებობა არ გვაქვს უფრო სტიმულისა და საერთო ცნობადობის ნაკლებობაა, რაც საბოლოო ძალიან საჭირო და პოტენციალის მქონე ინდუსტრია მეორე თანრიგის სექტორად მოჩანს, მაშინ როდესაც სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია და ყველა სექტორისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია ჩვენი პროდუქტები.

- რამდენად კონკურენტულია ბაზარი და რა ტიპის კონკურენციას ანიჭებთ უპირატესობას: ფასობრივს, ხარისხობრივს თუ ტექნოლოგიურს?

- როგორც ზემოთ ავნიშნეთ, არდიში ძალიან ცდილობს არ შევიდეთ მხოლოდ საფასო კონკურენციაში. ჩვენი მიზანი საუკეთესო ღირებულების ანუ საუკეთესო პროდუქტის შექმნაა ფართო დაფარვით, სიმარტივით, ინოვაციით და სერვისის ხარისხით. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ფასი, რაც შემადგენელი ელემენტებიდან გამომდინარეობს. მათთვის, ვისთვისაც ფასი მთავარია და სხვა უამრავ ნიუანსს არ ნაკლები მნიშვნელობა აქვს ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და თუმცა ჩვენ ამ არ ვაქტიურობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის, რასაც 15 წელია ვავითარებთ. ჩვენთვის მთავარია რას ვპირდებით მომხმარებელს და შემდეგ ამას როგორ ვასრულებთ.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ემოციების ჰაბი „ფორმაცია“ - ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერთიანდება

16.03.2026.12:00

ფორმაცია არის ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ჰაბი, სადაც მოზარდები და ზრდასრულები კვალიფიციურ გუნდთან ერთად, საინტერესო და ინოვაციური კურსების საშუალებით, ივითარებენ თვალსაწიერს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ფორმაციის“ დამფუძნებელს, ირმა გოგოლაძეს ესაუბრა.

„ფორმაცია“ არის ემოციების ჰაბი, რომელიც ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. ვაერთიანებთ ფსიქოლოგიასა და ხელოვნებას. ჩვენს გუნდში მუშაობს სერტიფიცირებული, კვალიფიციური არტ-თერაპევტი, ანა დედაბრიშვილი.

ჩვენ, ზოგიერთი არსებული თერაპია ვაქციეთ პროდუქტად. მაგალითად, კალიგრაფია, რომელსაც თერაპიასთან ვაკავშირებთ. ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ვუზიარებთ ამ უნიკალურ ხელოვნებას: ვაცნობთ, რა არის კალიგრაფია, სად და როგორ იყენებდნენ მას და როგორ განვითარდა სხვადასხვა ეპოქაში. შემდეგ ეს პროცესი იღებს თერაპიულ სახეს. წერა კარგი თერაპიაა, ხოლო ლამაზად წერა კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან ადამიანი ერთდროულად წერისა და ხელოვნების სამყაროში ერთვება. პროცესი ერთდროულად, თერაპიულადაც და შემოქმედებითადაც გამდიდრებულია.

კალიგრაფია გვაქვს როგორც ერთჯერადად ვორქშოფის ფორმატში, ასევე სრული კურსის სახით. ვმუშაობთ ტურისტებზეც: ვაცნობთ მათ ქართულ კალიგრაფიას, ვარჩევთ ფრაზას, რომელსაც მონაწილეები თავად წერენ, ამას ვურთავთ ღვინოსა და მუსიკას, რაც ქმნის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ საღამოს.

ასევე, ჩვენ შევქმენით Self-მარკეტინგის კურსი, სადაც მოზარდები (11–15 წელი) სწავლობენ, როგორ იპოვონ საკუთარი თავი, შექმნან პერსონალური ბრენდი და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული სამყაროსკენ.

გარდა ამისა, ზრდასრულებისთვის გვაქვს ერთჯერადი კურსი - „ცეცხლთან თამაში“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სახალისო ფორმით გაიცნონ საკუთარი თავის ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარეები, აღმოაჩინონ დასწავლილი ქცევის პატერნები და განივითარონ თვითანალიზის უნარი. ეს არის ჯგუფური თამაში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სხვადასხვა გამოწვევის გადალახვას გულისხმობს. თამაში აგებულია თვითანალიზისა და თვითდაკვირვების პრინციპებზე.

„ცეცხლთან თამაში“ ოთხი ძირითადი ეტაპისგან შედგება. თამაშის პროცესში მონაწილე აკვირდება, თუ როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და საკუთარ თავში ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია, ექსპრესია, სიხარბე და ღიაობა. თითოეულ ამ თვისებაზე ის თავად აყალიბებს მსჯელობას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ იდეამ გაამართლა. ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი სივრცეს დადებითი ემოციებით, ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებს, შემდეგი შეხვედრის მოლოდინით “, - აცხადებს ირმა გოგოლაძე.

კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ცნობადობის გაზრდა და ადამიანებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა. სწრაფ გაფართოებაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური. ამიტომ, კონკრეტული ახალი გეგმა ჯერ არ გვაქვს - ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ჰაბში ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც მუშაობს ინტეგრაციული მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ თერაპიული პროცესი სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. პრაქტიკა ეფუძნება ფსიქოთერაპიის რამდენიმე წამყვან მიმართულებას: კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას (CBT), ფსიქოდინამიკურ მიდგომას, პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და მაინდფულნეს პრაქტიკებს.

სპეციალისტი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური სირთულეები, თვითშეფასება და თვითიდენტობა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, ცხოვრებისეული კრიზისები და ცვლილებები, ასევე ფსიქოსომატური ჩივილები.


ჰაბი ქალაქ თბილისში, ინგოროყვას 19 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა