არდი და Liv Hospital Group სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებენ, არდის დაზღვეულებისთვის უფრო მაღალი ხარისხის ჯანმრთელობისა და სადაზღვევო სერვისების უზრუნველსაყოფად
Liv Hospital Group, თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერი, და სადაზღვევო კომპანია არდი, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამორჩეულად სტაბილური ლიდერი, აცხადებენ სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას. თანამშრომლობის მიზანია არდის დაზღვეულთათვის ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, თურქეთში, სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაფართოება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა თბილისში, სასტუმრო „პულმანში“. აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ორ ორგანიზაციას შორის და მიზნად ისახავს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და სადაზღვევო დაფარვის გაფართოებას არდის დაზღვეული მოქალაქეებისთვის.
პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტები:
• ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოება: Liv Hospital-ის მსოფლიო დონის სამედიცინო სერვისები საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება უფრო ხელმისაწვდომი არდის ფართო ქსელის საშუალებით.
• ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოებული დაფარვა: არდი დაზღვეულებს შესთავაზებს განახლებულ სადაზღვევო პაკეტებს, რომლებიც მოიცავს უახლეს სამკურნალო მეთოდებზე და Liv Hospital Group-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე წვდომას სპეციალური პირობებითა და თანადაფინანსებით, როგორც კორპორაციული, ასევე ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში.
• გამოცდილების გაზიარება და ინოვაცია: კომპანიების პროფესიული ჯგუფები ითანამშრომლებენ დარგობრივ ექსპერტიზასა და სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების მომსახურებას და დაზღვევის პროცესებს.
• საერთასაზღვრო თანამშრომლობა: თურქეთსა და საქართველოს შორის გაღრმავებული თანამშრომლობა შექმნის რეგიონში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კიდევ ერთ წარმატებულ სტანდარტს.
ექსკლუზიური პირობები არდის დაზღვეულებისთვის Liv Hospital Group-ის ეკოსტისტემაში:
1. 30%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე;
2. სპეციალური ტარიფები PET-CT სკანირებისა და ონლაინ კონსულტაციების სერვისებზე Healthverse Panoramic WEB პლატფორმის საშუალებით (რეალურ დროში ვირტუალური ტურის პლატფორმა, რომელიც დაგაკავშირებთ Liv Hospital-ის ექიმებთან, საოპერაციო ოთახებთან და პალატებთან);
3. 50%-იანი ფასდაკლება Liv Gold სკრინინგ პაკეტებზე (მამაკაცებისა და ქალებისთვის) 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
4. რობოტული ქირურგიის დამატებითი საფასურის გაუქმება, რის შედეგადაც ამ მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიით ჩატარებული ოპერაციის ღირებულება გაუტოლდება ლაპარასკოპიული ოპერაციის ღირებულებას, რაც უპრეცენდტო შეთავაზებას წარმოადგენს.
5. უფასო VIP ტრანსფერი აეროპორტსა, სასტუმროსა და საავადმყოფოს შორის.
ქ-ნი მერი ისტიროტი, ჯგუფის კოორდინატორი, Liv Hospital Group:
„Liv Hospital-ში მოხარულები ვართ არდისთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით. ამ თანამშრომლობით შეგვიძლია ჩვენი ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ არდიში დაზღვეული ქართველი პაციენტებისთვის. ჩვენ მათ ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასებს, უფასო მეორე სამედიცინო აზრის კონსულტაციებსა და განსაკუთრებული მნიშვნელობის პრევენციულ პაკეტებს.“
ბ-ნი მიხეილ ჯაფარიძე, აღმასრულებელი დირექტორი, სს „არდი დაზღვევა“:
„ეს პარტნიორობა Liv Hospital Group-თან არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის. დაზღვევაში ჩვენი ძლიერი მხარეების Liv Hospital-ის მსოფლიო დონის სამედიცინო სერვისებთან შერწყმით, არდის დაზღვეულებს ვთავაზობთ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და საიმედო სადაზღვევო დაფარვას.“
Liv Hospital Group-ს შესახებ:
Liv Hospital არის თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერი, რომელიც სთავაზობს მულტიდისციპლინურ სამედიცინო სერვისებს. ჰოსპიტალი ცნობილია ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებით, საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო პერსონალით და პერსონალიზებული პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. Liv Hospital-ის ქსელი აერთიანებს 6 ჰოსპიტალს თურქეთში და 4 წარმომადგენლობას საზღვარგარეთ (ბაქო, ბუდაპეშტი, ლონდონი, დუბაი). სახელწოდება "LIV" ნიშნავს: "Leading International Vision | წამყვან საერთაშორისო ხედვას", რაც აისახება კიდეც ჰოსპიტალის ვალდებულებებში - შექმნას და დააწესოს ახალი სტანდარტები თურქეთსა და მსოფლიოში. უწყვეტი ინოვაციების ერთგული, Liv Hospital აერთიანებს უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის რობოტული ქირურგიის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიაგნოსტიკას, დამიზნებით ონკოლოგიას, რეგენერაციულ მედიცინასა და ღეროვანი უჯრედების თერაპიას. JCI-ის მიერ აკრედიტებული Excellence ცენტრებით, Liv Hospital ახორციელებს მსოფლიო დონის, პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დახმარებას, ქმნის ახალ სტანდარტებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში როგორც თურქეთის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
სს „არდი დაზღვევა“-ს შესახებ:
სს არდი დაზღვევა არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვევო მომსახურების სრულ სპექტრს - სიცოცხლის და არა-სიცოცხლის (ქონებრივი) დაზღვევების მიმართულებით. დაზღვეულზე ორიენტირებული მიდგომებითა და ინოვაციებისადმი ერთგულებით, არდი ცნობილია თავისი გამჭვირვალე მომსახურებით, სწრაფი ანაზღაურებებით, მომხმარებელთა ადვოკატირებით და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებით. სრულყოფილებისკენ მუდმივი განვითარების გზაზე არდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ციფრულ პლატფორმებში, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისის ახალ მოდელებში, რათა უზრუნველყოს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, ეფექტურობა და მომხმარებელთა კმაყოფილება მის ყველა შეთავაზებაში.
სხვა სიახლეები
5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს
14.04.2026.09:01
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
შეამოწმეთ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
ფულბრაიტი ღია კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ბაკალავრიატი დასრულებული აქვს (ან ამთავრებს) და სურს აშშ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება.
დროულად დაიწყეთ აპლიკაციის შევსება:
აპლიკაცია მოიცავს დოკუმენტებს, ესეებსა და რეკომენდაციებს. მისი შევსება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია აპლიკაციის შევსების დროულად დაწყება.
ესეებში წარმოაჩინეთ თქვენი უნიკალური ხედვა, გამოცდილება და მიზნები:
მნიშვნელოვანია, ესეში ნათლად და კონკრეტულად ახსნათ რისი სწავლა გსურთ, რატომ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში.
შეარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელიც ერგება თქვენს პროფილს:
აირჩიეთ პროგრამა, რომელიც სრულად ერგება თქვენს მიზნებს და დაასაბუთეთ, რატომ არის ეს არჩევანი სწორი თქვენთვის.
მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს:
გადაამოწმეთ მექანიკური შეცდომები, ტექსტი პლაგიატზე და დარწმუნდით, რომ აპლიკაცია სრულად არის შევსებული.
როგორია შემდეგი ეტაპი?
შემდეგ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს და ჩააბარებენ ტესტებს (TOEFL, GRE/GMAT). წინასწარი მომზადება აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
სრული გზამკვლევის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.