წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს - არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა. სასტუმრო პირველ სტუმრებს 20 ივნისიდან მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.
„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სილქ როუდ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო - ტელეგრაფი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ღირებულია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
სასტუმრო ტელეგრაფი ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტელეგრაფის არქიტექტორული კონცეფცია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას Neri&Hu-ს ეკუთვნის. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ტელეგრაფის რეკონსტრუქცია მაღალი კლასის სასტუმროდ შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის კონცეფცია, გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:00
"საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე განმარტავს, მალე კომპანია ბაზარს სექტორულ კაბელს შესთავაზებს.
„ბაზარს შევთავაზებთ სექტორულ კაბელს, რომელიც ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია და მალე ბაზარი იხილავს მას. პროდუქტი დენის გადაცემაში გამოიყენება და განსხვავებით ადრინდელი კაბელებისა უფრო ეკონომიურია ღირებულებით და უფრო ოპტიმალური არის ელექტროინჟინრისთვის სამუშაოდ “, - ამბობს ედიშერ მამალაძე.
„საქკაბელი“ დღეს აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ასევე ისრაელში. თუმცა კომპანია მიღწეულ შედეგს არ კმაყოფილდება და საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს.
„შეიძლება ექსპორტის არეალი გავაფართოვოთ, როგორც დსთ-ში, ასევე ევროპაში. ევროპაში იგეგმება ევროპული სტანდარტების, ახალი სტანდარტების ათვისებიდან გამომდინარე. მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. მოგეხსენებათ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბაზრები განიცდის, როგორც ზრდას, ასევე მომწოდებელთა ცვლილებას და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ამ მომწოდებელთა რიგში აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნავს მამალაძე.
კომპანიის მმართველის პარტნიორის თქმით ,პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რაზეც დღესდღეობით ზრდა შეინიშნება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძისა და ალუმინის ფასების ზრდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ალუმინიც და სპილენძით ენერგო მატარებელია. აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასი კავშირშია მის ზრდასთან ან შემცირებასთან. აქამდე სტაბილურად ვითარდებოდა. დღესდეობით, ნავთობის ფასის ზრდა შეიმჩნევა. შესაძლოა ამას მოჰყვეს, როგორც ალუმინის, ასევე სპილენძის ფასის ზრდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი მოვლენაა ირანის პროცესიდან გამომდინარე და ალბათ დარეგულირდება “, - განმარტავს ედიშერ მამალაძე.
შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.