მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

news image

ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების კამპანია „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ფულადი გზავნილების ციფრულ ბანკში განაღდებისას, განსაკუთრებულ კურსთან ერთად დამატებითი სარგებელი მიიღონ.

კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით 6 აპრილიდან 1 ივლისამდე განაღდებულ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შემდეგი საჩუქრები:

ყოველი მე-500 გზავნილი იქნება მომგებიანი - მომხმარებელი გაიორმაგებს განაღდებულ გზავნილს მაქსიმუმ 5,000 ლარის ოდენობით.

• კამპანიის დასრულებისას გამოვლინდება მთავარი გამარჯვებული - მომხმარებელი, რომელიც კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ გაანაღდებს საერთაშორისო ფულად გზავნილს, მიიღებს სუპერ პრიზს - 7,000 ლარს.

კამპანიის დეტალურ პირობებს ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს: 

https://shorturl.at/kZSql

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა

07.04.2026.15:08

ავტოინდუსტრია სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნის ეტაპზეა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ ინოვაციად აღიქმებოდა, - პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა, პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, - დღეს უკვე ბაზრის სტანდარტად ყალიბდება. შექმნილ რეალობაში ინდუსტრიის ლიდერობა მხოლოდ მასშტაბით აღარ განისაზღვრება, არამედ გადამწყვეტი ხდება ტექნოლოგიური ხედვა და ის, თუ რამდენად სწრაფად და სისტემურად ახერხებს კომპანია ტრანსფორმაციას. სწორედ ამ გზაზე დგას „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას არა ერთჯერად პროექტად, არამედ გრძელვადიან სტრატეგიადაღიქვამს.

ბექა ციცქიშვილი„თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი: „თუ წარსულში კონკურენცია პროდუქტის ხარისხსა და ფასზე მიმდინარეობდა, ახლა თამაშის წესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მომხმარებლის პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, პროგნოზირებადი სერვისი და სრულად ინტეგრირებული ციფრული ეკოსისტემები განსაზღვრავს. წარმატებას აღწევს ის ორგანიზაცია, რომელიც ტექნოლოგიას არ განიხილავს, როგორც მხარდამჭერ ფუნქციას, არამედ იყენებს მას, როგორც ზრდის, ეფექტიანობისა და ახალი ბიზნესმოდელების მთავარ მამოძრავებელს. ჩვენ ამ ტრანსფორმაციის ტალღას კი არ მივყვებით, არამედ ხშირ შემთხვევაში მას თავად ვქმნით“.

აღნიშნულ გზაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი 2026 წლისთვის SAP S/4HANA-ზე სრულად გადასვლაა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს მხოლოდ სისტემის განახლება ან ტექნიკური მიგრაცია კი არ არის, არამედ ოპერაციული ხერხემლის გაძლიერებაა, რომელსაც „თეგეტას“ ყველა სხვა ციფრული პროდუქტი და ინიციატივა ეყრდნობა.

„ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ განსხვავებული მიდგომა ტიპური „ტექნიკური მიგრაციისგან“. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ სწრაფი გადატანა, ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესპროცესების საფუძვლიანი რესტრუქტურიზაცია და მათი შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.

პროექტის ფარგლებში, ჰოლდინგმა აქცენტი ბიზნესპროცესების საფუძვლიან გადახედვასა და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანაზე გააკეთა. უკვე რესტრუქტურიზებულია, დაახლოებით, 130 ბიზნესპროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სისტემაში ისტორიულად დაგროვილი მოდელები ავტომატურად არ გადადის, პირიქით, ყალიბდება ოპტიმიზებული, სტანდარტიზებული და მასშტაბირებადი ოპერაციული არქიტექტურა, რომელიც კომპანიის გრძელვადიან ზრდას უნდა დაედოს საფუძვლად.

„თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი Tegeta App-ია, რომელიც მომხმარებლისთვის ავტომობილზე ზრუნვის სრულ ციფრულ გამოცდილებას ქმნის. ამ პლატფორმიდან შესაძლებელია ავტომობილის სერვისის ისტორიის, დაგეგმილი თუ პროაქტიური საჭიროებების ნახვა, ნაწილების შეკვეთა, სერვისცენტრში ვიზიტის დაჯავშნა და ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი.

„ეს არ არის უბრალოდ აპლიკაცია. ეს არის ჩვენი ყველა სერვისის ერთიანი ციფრული შეხების წერტილი. მანქანის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ლოიალობის პროგრამა - ეს ყველაფერი App-ის მეშვეობით ერთიან ციფრულ გამოცდილებას ქმნის. მომდევნო ეტაპზე იგეგმება Tegeta App-ის ინტელექტუალიზაცია, რაც AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტის დახმარებით მომხმარებლისთვის ავტომობილის საჭიროებებსა და შესაბამის შეთავაზებებზე ინფორმაციის პროაქტიურად მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.

ციფრული ეკოსისტემის საფუძველი მონაცემთა ცენტრალიზაციაა. „თეგეტამ“ შექმნა Data Warehouse, რომელიც სხვადასხვა სისტემაში მიმოფანტულ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მათ ოპერაციულ გამოყენებას უზრუნველყოფს. შედეგად, თანამშრომელს შეუძლია, ანალიტიკური კითხვა AI აგენტს სიტყვიერად დაუსვას და პასუხი წამებში მიიღოს - პროცესი, რასაც ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა. 

კომპანიის ციფრული ევოლუციის გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც „თეგეტას“ ოპერაციული მოდელის ნაწილია. კომპანიამ უკვე დანერგა AI პროდუქტები, რომლებიც თანამშრომლებისთვის ოპერაციებს ამარტივებს, მომხმარებლებისთვის კი სწრაფ უკუკავშირსა და პერსონალიზებულ მიდგომას უზრუნველყოფს.

„თეგეტაში“ გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ჩვენი მომავალი. ეს არის კომპანიის პირველი, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯი სრულფასოვანი Data-Driven ორგანიზაციისკენ. მომდევნო წლებში კონკურენტული უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ვინ იყენებს AI-ს, არამედ იმით - ვინ იყენებს მას უკეთესი ბიზნესშედეგებით. ჩვენთვის AI არის არა ჰაიპი, არამედ გადაწყვეტილებების დაჩქარების, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების რადიკალური გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

ჩვენი ხედვის ცენტრში დგას პრინციპი - ტექნოლოგია უნდა აგვარებდეს რეალურ ბიზნესგამოწვევებს, როგორც კლიენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
მისი ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ შედეგით, რომელსაც ქმნის.
ჩვენ ვისწრაფვით ავტობიზნესის ლიდერობისკენ - ტექნოლოგიით გაძლიერებული გადაწყვეტილებებით და მონაცემებზე დაფუძნებული მართვით
“, - აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი.

„თეგეტაში“ ფიქრობენ, რომ ამ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის ნიშნავს უფრო სწრაფ სერვისს, ნაკლებ ლოდინს, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და მარტივ, გამჭვირვალე პროცესებს, რაც სწორ დროს სწორ მომსახურებას უზრუნველყოფს. თანამშრომლებისთვის კი მთავარი შედეგი ოპერაციების გამარტივება და გადაწყვეტილებების დაჩქარებაა - ხელით ნაკლები სამუშაო, მეტი ავტომატიზაცია და ანალიტიკურ მონაცემებზე სწრაფი წვდომა, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა