"არ მოგერიდოს, იკითხე"- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
თიბისის უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით, მათ შორის სხვადასხვა ვალდებულებების გაერთიანების სურვილით- ხელფასის, ბონუსის დივიდენდის, იჯარის ან თუნდაც პრემიის საფუძველზე შეგიძლიათ. უზრუნველყოფაში კი, იგულისხმება, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება.
დეკემბრის თვის შეთავაზების ფარგლებში, 16-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, სესხის სხვა ბანკიდან პორტირების შემთხვევაში, მომხმარებლებს ერთგულ ყულაბაში მაქსიმუმ 500 ქულა დაერიცხებათ (სესხის პორტირებიდან მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში), რომლის გადატანაც ლარის საბანკო ანგარიშზე დარიცხვისთანავე შეუძლიათ. აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლებს სესხის წინსწრებად დაფარვის საკომისიოს ნაწილობრივ დაფარვას გაუმარტივებს და შეღავათიან სესხის პირობებთან ერთად, დამატებით სარგებელს მიიღებენ.
კონკრეტულად რამდენი ერთგული ქულა დაერიცხება მომხმარებელს ყულაბაში?
სესხის თანხა 100,000 ლარამდე - 150 ქულა
სესხის თანხა 100,000-დან 200,000 ლარამდე - 200 ქულა
სესხის თანხა 200,000 ლარიდან - 500 ქულა
უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.
სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფიზიკურ ფილიალში ან ქოლცენტრში დარეკვით (0322 27 27 27) და განაცხადის დისტანციურად შევსებით.
ისარგებლე უზრუნველყოფილი სესხით ეფექტური 15,9%-დან- არ მოგერიდოს, მოითხოვე ზარი მარტივად პირდაპირ მობაილბანკიდან და მიიღე შენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პირობები.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.