არ გამოგრჩეთ, შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით
საქართველოს ბანკის კამპანია, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებისთვის, გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა).
ბიზნესებს შეთავაზების გავრცელება შეუძლიათ საქართველოს ბანკის არხებში - მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის არხებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მიწვდნენ ბანკის 1.8 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის:
ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსონ ისინი ბანკის არხებში, რომლებსაც 1.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
გარდა ამისა, მომსახურების სექტორში მოქმედ ბიზნესებს დამატებით შეუძლიათ:
ამასთან ერთად, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.
შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა - გამოვლინდა 63 გამარჯვებული
29.12.2025.17:37
საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია ემიგრანტებისთვის, რომელიც 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში, 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მომხმარებელმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერ პრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი 72,000 ლარი გათამაშდა. კამპანია განკუთვნილი იყო საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
გზავნილები საქართველოს ბანკის პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.
“საქართველოს ბანკი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს ერთის მხრივ გამოიხატება მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ფუნქციონალების განახლებასა და გამარტივებაში, მეორეს მხრივ კი - სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიების განხორციელებაში. მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და ჯამში 63 გამარჯვებული გამოვავლინეთ.მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ემიგრანტებისთვის საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გავხადოთ. სამომავლოდ მათთვის კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია შათირიშვილმა.