მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103.7
-0.0038
flag
AZN 1.5818
-0.0006
flag
CNY 38.761
0.0023
flag
EUR 3.1701
-0.0202
flag
GBP 3.6736
-0.0112
flag
KZT 53.45
0.0022
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.6893
-0.0009

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

news image

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge

„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
  • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
  • სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
  • საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
  • საბანკო სამართალი;
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
  • მონაცემთა მეცნიერება;
  • iOS დეველოპმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
  • ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება - ლინდა პერეირა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე

03.02.2026.17:04

საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ფორმირებასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებაში. როგორც ინვესტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ლინდა პერეირა აცხადებს, საქართველო მიმზიდველია თანამედროვე თაობისთვის.

„საქართველო ჩემთვის პირადად არის ძალიან საინტერესო ადგილი. მე საქართველოში ინვესტირება 2019 წელს დავიწყე, და თავდაპირველად პროცესი ნელა მიდიოდა. თუმცა, როდესაც მიეჩვევი კულტურას და დაინახავ, რამდენად სწრაფად შეიძლება წავიდეს პროცესები, რამდენად აქტიურად ავლენენ ადამიანები თავის ენერგიას და რამდენად დიდია ამბიციები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ გადადგან ახალი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის ზრდას მისცენ ბიძგი.

ყველას, ვისაც ბიზნესის სფეროში ვხვდებოდი, ერთნაირად ჰქონდა სურვილი, რომ სამუშაო პროცესი მარტივი ყოფილიყო და წინ წაეყვანა ქვეყანა. საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია იმ თაობისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ სიცოცხლე მხოლოდ სამუშაოსგან არ შედგება. სიცოცხლე გულისხმობს მეგობრებს, კარგ სამზარეულოს, კარგ ქალაქებს და ადამიანებს, რომლებიც გახსნილები არიან ახალი იდეებისთვის და მზად არიან მეტი გააკეთონ. სწორედ ეს მრავალფეროვანი ელემენტები ავსებს ბიზნესს და ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას“, - აცხადებს ლინდა პერეირა.

​მისივე განმარტებით, ნიჭიერი ადამიანებისა და ბიზნესსაზოგადოების მოსაზიდად აუცილებელია გარემო, რომელიც მიმზიდველიც და კონკურენტულიცაა,

„იმისთვის, რომ მოიზიდო ნიჭიერი ადამიანი და ბიზნესსაზოგადოება, აუცილებელია გარემო, რომელიც მიმზიდველია, კონკურენტულია და სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. ნიჭიერი ადამიანები და გუნდები, რომლებიც მოიზიდე, გრძნობენ სურვილს დარჩნენ ამ სფეროში, რადგან ინვესტიცია არა მხოლოდ ფინანსურ აქტივს წარმოადგენს - მას ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს, რათა გაგრძელდეს.

დღეს ინვესტორები და დამფუძნებლები ირჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც პროექტები დაკავშირებულია ბედნიერებასთან და სიცოცხლესთან, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრად განვითარებას“, - აცხადებს ინვესტორთა ჯგუფის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია ჰარმონიაში უნდა იყოს იმ ქვეყნის ხედვასთან, არა პირად ხედვასთან. 

„ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური სისტემა უნდა მუშაობდეს ჰარმონიულად, არსებობდეს წინ გადადგმული ხედვის ელემენტი, სად უნდა იყოს ქვეყანა მომავალში და როგორ მიაღწიოს ამას. ბიზნესები, რომლებსაც მოიზიდავ, უნდა ეთანხმებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ კონტექსტსა და ამბიციებს“, - ამბობს ინვესტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა