მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და თანამედროვე ბიზნესინსტრუმენტების გაზიარებას.

10 თებერვალს, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“, რომელსაც ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Solutioneer-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორკშოპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქალი მეწარმეებს თანამედროვე ბაზრის რეალობასთან ადაპტირებულ, პრაქტიკულ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

• რა არის გაყიდვების მიმართულებით ძირითადი გამოწვევები დღეს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;

• როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;

• რა როლი აქვს სწორ, მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;

• როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა და სხვა.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში - ლოკალური და საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკული ქეისების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ რეკომენდაციები რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება გაიმართება 10 თებერვალს, 17:00 საათზე,
საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია, საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა Business 360˚-ის ფარგლებში, განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს — კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და პრაქტიკულ ინიციატივებს მეწარმეებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ ჩვენი მრავალწლიანი საინჟინრო გამოცდილების სათანადო რეალიზება - Yüksel Proje

09.02.2026.12:36

„ამბასადორი აილენდი ბათუმის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის საინჟინრო დიზაინზე, საერთაშორისო კომპანია Yüksel Proje მუშაობს, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან (აქუიუს ატომური ელექტროსადგური, კომერციული პორტები) ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (ორდუ-გირესუნის აეროპორტი, ტრაბზონის აეროპორტი) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს. 

როგორც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ქემალ ქარაოღლუ აღნიშნავს, საქართველო წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ ახდენს მულტინაციონალური კომპანიების ერთობლივი საქმიანობა რეალურ და ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას

დღესათვის ჩვენი საქმიანობა მოიცავს 38 ქვეყანას სამ კონტინენტზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, საქართველო, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება ეფექტიანი გადაწყვეტილებების დანერგვით ხელშესახები პოზიტიური გავლენა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, საზღვაო და სანაპირო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ - აღნიშნავს კომპანიის ვიცე თავმჯდომარე

ინტერვიუს მიმდინარეობისას კომპანიის საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  მუსტაფა ესენმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ Yüksel Proje-ს ფართო გამოცდილებამ, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, წაახალისა „ამბასადორი ჯგუფი“ ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში”. 

„ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ამ უნიკალურ პროექტში გამოვავლინოთ. ამბასადორის კუნძულის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფუნქციური სივრცე - ტურისტული, კომერციული, საცხოვრებელი და გასართობი მიმართულებები ერთ ტერიტორიაზე გაგვეერთიანებინა. ეს პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ კონცეფციები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენს საინჟინრო მრავალწლიან გამოცდილებას, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების ხედვას“,- განაცხადა Yüksel Proje- საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის მენეჯერმა ჰაილა ჩიჰანმა. 





საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა