არ გამოგრჩეს, აღნიშნე 1 ივნისი საქართველოს ბანკის შეთავაზებებით
საქართველოს ბანკმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს და მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა.
1 ივნისის შეთავაზებების ფარგლებში,მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას, McDonald's-ში, MINISO-სა და თოლიაში 50% ქეშბექს მიიღებენ. (ჯამში სამივე კომპანიაში მაქსიმუმ 50ლარი)
*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მათი sCoolApp-ში გააქტიურება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
გარდა ამისა, ამასთანავე, მოსწავლეები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ შემდეგ კომპანიებში: (მაქსიმუმ 20ლარი)
ხოლო საქართველოს ბანკის PLUS ბარათის მფლობელები, ბარათით გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებენ შემდეგ კომპანიებში: (მაქსიმუმ 25 ლარის PLUS ქულა)
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ აქვს sCoolApp-ი, მისი გადმოწერისას შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მერჩი მიიღონ, რომლებიც მათ საყვარელ კონტენტ კრეატორებთან Foxy Eleniko-სთან, Liiinako-სთან, Nick Bakradze-სთან და Hungryman-თან კოლაბორაციით შეიქმნა. საჩუქრების მიღების შესახებ დეტალების გაცნობას მოსწავლეები კრეატორების Tiktok გვერდებზე შეძლებენ.
თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ PLUS ბარათს სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურებთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.05.2025.17:52
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ComCom-მა გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაასრულა ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრების კომპლექსური კვლევა.
კომისიის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს მარეგულირებლის ჩარევას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი „მაგთიკომია“, რომელსაც ექსპერტების რეკომენდაციით, ComCom-მა დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.
კერძოდ, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ვინაიდან კონკურენტებთან შედარებით, კრიტიკულად დიდი უპირატესობა ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის თუ აბონენტების კუთხით.
კერძოდ, მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც 2022, ისე 2023 წელში, გასულ წლებთან შედარებით, მხოლოდ 10-10%-ით, ხოლო შემოსავლები - 45%-ით და შემდგომ 58%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წელია „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ასევე, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 50%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 20% იყო. თითქმის უცვლელი დარჩა ტრაფიკის გადანაწილება კომპანიების მიხედვით მომდევნო წლებშიც: 2023-2024 წლებში „მაგთიკომი“ – 48-47%-ს, „სილქნეტი“ – 33-34%-ს, „სელფი მობაილი“ კი 19-18%-ს აგენერირებდა.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების ანალიზით გათვალისწინებით, დადგინდა ისიც, რომ მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედების გარეშე, ბაზარზე არაკონკურენტული და შემზღუდველი გარემო ვერ აღმოიფხვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ის მიზანს ბაზრებზე ბარიერების მოხსნა, ახალი მოთამაშეების გაჩენა, კონკურენციის გაუმჯობესება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა, კომისიამ გაითვალისწინა ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაცია დაშვების ვალდებულებებთან დაკავშირებით.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე, ComCom-მა „მაგთიკომს“ ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებები დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, მსურველ კომპანიებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, საკუთარი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს.
ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ბაზრებს, ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, ComCom-მა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულებები განუსაზღვრა. დაშვების ვალდებულება სხვა ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ „მაგთიკომის“ ქსელური ინფრასტრუქტურა, შევიდნენ ბაზარზე, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები და მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება შეუქმნან. ხოლო დანარჩენი ვალდებულებები განაპირობებენ, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, დაშვების მსურველს არ შესთავაზოს არასამართლიანი ფასი, ყველა მსურველს მიუდგეს სამართლიანად თუ არადისკრიმინაციულად და ასევე, ფასების ცვლილებით არ აიძულოს კონკურენტს ბაზრიდან გასვლა.
2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო და 2024 წელს დაასრულა. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტების კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა ჩაუტარეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მიმდინარეობისას, როგორც ოფიციალური წარმოებისას გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ისე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარებით წარმოების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სრულად იყო უზრუნველყოფილი.