Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
Aqualia ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. კომპანიამ საოპერაციო ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიული რეაგირების მიზნით 2025 წელს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ავტოპარკისთვის 61 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამგზავრო, სამშენებლო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაზიანებებზე რეაგირების დროს და უზრუნველყოფს სამუშაო ლოკაციებზე ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარისა და მასალის ოპერატიულ მიწოდებას.
2025 წელს Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში ჯამში 9 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რის ფარგლებშიც 32 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9 ერთეული სამგზავრო და სატვირთო მიკროავტობუსი და 20 ერთეული მძიმე სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.
კომპანია ავტოპარკის განახლების პროცესს მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს.
ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18.02.2026.13:08
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;
ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: