აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ ქართული კომპანიები, მათ უნდა შეძლონ მაღალი ხარისხის შედეგის დადება და მაღალ ხარისხში, არ მოვერიდებით შესაბამისი ფასის გადახდას - ლევან ჟორჟოლიანი
ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მაგალითად, სამშენებლო ფასები ყოველთვის პრობლემა იყო და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ უნდა დაადგინონ კერძო პირებმა, ასოციაციებმა, ეს სახელმწიფოსაც შეუძლია გააკეთოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში ხელისუფლებამ ჩართო სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.
„ამაში ჩავრთეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და, მაგალითად, ხელფასების ნაწილში, მშენებლობებზე ჩვენ დავადგინეთ საბაზრო ფასები, რამაც გამოიწვია 20 %-ით დასაქმებულების ხელფასების მატება. ასევე ჩვენ გვექნება ძალიან მალე მანქანა-მექანიზმების და მასალების ფასები, სადღაც შეიძლება მატება იყოს, შეიძლება სადღაც კლებაც იყოს, ვინაიდან წლების განმავლობაში მივყვებოდით საბჭოთა „სნიპებს“.შესაბამისად, ფასები იქნება საბაზრო, სამშენებლო ნორმების ნაწილში გვინდა, რომ ევროკოდებზე გადავიდეთ. ამასთან, კომპანიები ხვდებოდნენ „თეთრ სიაში“ და როდესაც მაგალითად სამინისტრო მათ აძლევდა სამშენებლო პროექტზე ავანსს, ვთქვათ 10 მლნ-ის ოდენობით, მოჰქონდათ მხოლოდ 5 მლნ-ის გარანტია, ხოლო 5 მლნ გარანტიის გარეშე რჩებოდა და სამწუხარო პრაქტიკები გვქონდა ჩვენ მშენებლობებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ პრობლემატური კომპანიების დიდი ნაწილი, სწორედ, „თეთრი სიაზე“ მოდიოდა, მაშინ როცა, იგულისხმება, რომ „თეთრ სიაში“ უნდა იყვნენ ძალიან კარგი კომპანიები. კორუფციული ფაქტებიც იყო და 5 მლნ ამ 10 მლნ-დან რჩებოდა გარანტიის გარეშე, რაც დამატებით თავის ტკივილია, თუ როგორ დაიბრუნებ იმ 5 მლნ-ს, უნდა სასამართლოები და ა.შ. თუ კომპანია ვალაუვალია, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ამოღება და დამატებით დროსთან, ბიუროკრატიასთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიზნესზე რომ ზეწოლა არ მოგვეხდინა, გადავწყვიტეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, 50 %-იანი გარანტიის ოდენობა გაიზრდება წლიდან წლამდე. წელს იქნება 60 %, მომავალ წელს 70 %, შემდეგ 80 % და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ ქართული სამშენებლო კომპანიები მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ. თუ ადრე ვმუშაობდით არასწორი პრაქტიკით, თავიდან ხდებოდა ასაშენებელი, ან ხარისხი არ იყო კარგი, ან სკოლას ვაშენებდით 4 წელი, როცა შესაძლებელი იყო 1 წელში აგვეშენებინა, ეს პრაქტიკები აბსოლუტურად შეიცვლება. ჩვენს ეს 6 თვე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ, აბსოლუტურად შევცვალეთ სისტემა და წავედით იქითკენ, რომ უნდა გავაჯანსაღოთ, მაქსიმალურად, ქართული კომპანიები. მათ უნდა შეძლონ მაღალი ხარისხის შედეგის დადება და მაღალ ხარისხში, რა საკვირველია, ჩვენ არ მოვერიდებით შესაბამისი ფასის გადახდას. მთავარია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, საბოლოო ჯამში, მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს სივრცე მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30.01.2026.03:13
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ესეც ერთ-ერთი გზა იყოს, მათ შორის - ამ პროცესის გაგრძელება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის ფორმატში სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისინიც ხედავენ სივრცეს ფასების შემცირებისთვის.
„როდესაც ჩვენ შევხვდით სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს, ამავე შეხვედრაზე იყვნენ მწარმოებლები და დისტრიბუტორები, სხვადასხვა პრობლემებზე იყო საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ისინიც ხედავენ სივრცეს იმისათვის, რომ მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები და ამ ნაწილშიც გარკვეული წნეხი შემცირდეს მოქალაქეზე“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.