აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით, რათა ქართული წარმოების ჯანსაღი ბურთულები გავიტანოთ მეზობელ და ევროპის ბაზრებზე - Food Balls Georgia
“ფუდ ბოლსი” წარმოადგენს ინოვაციურ ქართულ ბრენდს, რომელიც აწარმოებს ჯანსაღ პროდუქციას ბურთულების ფორმატში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი მორდეხაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Food Balls Georgia - წარმოადგენს ინოვაციურ ქართულ ბრენდს, რომელიც სპეციალიზებულია ჯანსაღი, ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული ქართული პროდუქციის ბურთულების ფორმატში წარმოებასა და რეალიზაციაში.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში ჯანსაღი კვების კულტურა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი პროდუქციის მოთხოვნაზეც.
განსაკუთრებული ინტერესი შეიმჩნევა ახალგაზრდებში, ოფისის თანამშრომლებსა და სპორტით დაკავებულ ადამიანებში. მოთხოვნა მზარდია როგორც საცალო გაყიდვებში, ისე ჰორეკა სექტორში (კაფეები, სასტუმროები, რესტორნები). ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ბაზარი ვითარდება და მომხმარებლები უფრო მეტად აფასებენ ხარისხსა და ნატურალურ ინგრედიენტებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ, Food Balls Georgia გეგმავს პროდუქტის ხაზის გაფართოებას, ახალი გემოების დამატებით.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით, რათა ქართული წარმოების ჯანსაღი ბურთულები გავიტანოთ მეზობელ და ევროპის ბაზრებზე.
გარდა ამისა, აქტიურად ვითარდება ონლაინ გაყიდვების პლატფორმა და პარტნიორობა ადგილობრივ საცალო ქსელებთან, რათა ჩვენი პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მასშტაბით.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ქსელურ მარკეტებში როგორიცაა „გუდვილი“, „წერტი“, „ევროპროდუქტი“, ნიკორა და სხვა. ასევე ონლაინ Wolt Market-დან.
სხვა სიახლეები
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
07.11.2025.18:09
საქართველოს ბანკი საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით, ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.
Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის:
ფინანსური პრივილეგიები:
სამოგზაურო პრივილეგიები:
ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.