აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციის ესპანეთში გატანაზე - „კდემა“
Kdema • კდემა ქართული წარმოების აქსესუარების, ჩანთებისა და ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia „კდემას“ კრეატიულ დირექტორს ანი ჯვარიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„კდემასთვის“ ეს პერიოდი ნამდვილად ახალი ეტაპის დასაწყისია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა ექნებათ, „კდემას“ სრული კოლექცია ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზეც დაათვალიერონ და მათთვის სასურველი პროდუქცია კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად შეიძინონ.
გარდა ამისა, ახლახან დავასრულეთ ბრენდის რედიზაინი, რაც საკმაოდ მასშტაბური პროცესი იყო. განახლდა ლოგო, ფონტი, ფერთა პალიტრა და მთლიანად ვიზუალური იდენტობა. რედიზაინზე ვიმუშავეთ Low Contrast Studio-სთან, რომლებმაც ზუსტად აღიქვეს ჩვენი ბრენდის ესთეტიკა. შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო დახვეწილი, მინიმალისტური და ელეგანტური ვიზუალური სტილი, რომელიც იდეალურად გამოხატავს ჩვენი კომპანიის ხასიათს.
ასევე, ოქტომბრიდან ჩვენი პროდუქციის ხილვა შესაძლებელი იქნება Hamo Concept-ში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური შოპინგის მოყვარულებისთვის.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
„კდემას“ ასორტიმენტი ეტაპობრივად კიდევ უფრო იზრდება. ჩანთების გარდა, საშემოდგომო სეზონისთვის კოლექციას შევმატეთ Cowboy Boots, რომლებიც ავთენტურობასა და კომფორტს აერთიანებენ და საშემოდგომო სტილს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კდემასთვის საზღვრების გადალახვა და საერთაშორისო მასშტაბით განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს ესპანეთში. ეს იქნება საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებისკენ წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ბრენდი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.
აღსანიშნავია, რომ „კდემა“ იყენებს ეკომეგობრულ მასალებს. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. თბილისში შეკვეთები, როგორც წესი, მეორე დღესვე მიეწოდება მომხმარებელს, ხოლო რეგიონებში 3 სამუშაო დღის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდს ესტუმრონ.
სხვა სიახლეები
08.10.2025.20:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.