აქტიურად ვმუშაობთ ახალი კოლექციის განვითარებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის - KENE
„კენე“ აქსესუარების და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომლის ისტორიაც 2019 წლიდან იწყება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „კენეს“ დამფუძნებლებს ნინი გოგსაძესა და ეკა სუდაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალი კოლექციის განვითარებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის და მოერგება არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც. პარალელურად ვმუშაობთ საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებზე, რასაც ბოლო წლებში აქტიურად ვაკეთებთ დღესასწაულებზე და ვეხმარებით კომპანიებს თანამშრომლების გახარებაში. ჩვენი შეთავაზება მოიცავს თემატურ სასაჩუქრე ნაკრებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს საერთაშორისო ბაზარზე? ადგილობრივ ბაზარზე?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარეობს, სადაც მოთხოვნა პოზიტიური დინამიკით იზრდება და მომხმარებელი აქტიურად ინტერესდება ბრენდის პროდუქციით. საერთაშორისო ბაზარზე ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა უკვე ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობებისა და პარტნიორების მოძიებაზე. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად მოვახდინოთ KENE-ს გაცნობა უცხოელ მომხმარებელთან და აღმოვაჩინოთ ახალი მიმართულებები ექსპორტისთვის.
რას მიიჩნევთ ბრენდის კონკურენტულ უპირატესობად?
KENE-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური დიზაინი, მაღალი ხარისხის მასალები და დეტალებზე ორიენტაციაა. ვცდილობთ, რომ ჩვენს შექმნილ თითოეულ პროდუქტს ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდეს.
როგორია გეგმები საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
უკვე დავიწყეთ მუშაობა Etsy-ის პლატფორმაზე ჩვენი ონლაინ მაღაზიის სრულყოფილი გამართვის მიზნით, რომელიც დაგვეხმარება საერთაშორისო მომხმარებელთან უფრო მარტივად კომუნიკაციაში და პროდუქციის წარდგენაში.
პარალელურად, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - ახალი მოდელების დამატებას, რათა სხვადასხვა ბაზრების მოთხოვნებს უკეთ მოვერგოთ და ექსპორტის პოტენციალი კიდევ უფრო გავზარდოთ.
აღსანიშნავია, რომ პერიოდულად არის ქეშბექები და სხვადასხვა სახის შეთავაზებები, რომლებსაც ,,კენე“ ბანკებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისში მერიის ხელშეწყობით, ჯამში 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება
სხვა სიახლეები
აქტიურად ვმუშაობთ ახალი კოლექციის განვითარებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის - KENE
25.11.2025.18:00