მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7075.8
-0.0026
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.013
-0.0006
flag
EUR 3.1293
0.0021
flag
GBP 3.5612
0.0119
flag
KZT 51.71
0.002
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7065
-0.001

აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის - STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი

news image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის- STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;

• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;

• საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

სანამ ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, მოგიყვებით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონის ოლიმპიადაზე და მე-2 ადგილოსან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ⁠ ⁠იაკობ საფარაშვილი, ⁠მამუკა პაპიძე, გიორგი ფანჯიკიძე, ანასტასია ჭანტურია, ⁠მარიამ ფიფია. მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია დაძლიეს და ფინალური პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია შექმნეს.

პროექტი მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენასა და წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, გარდა კონკურენტულ გარემოში შესაძლებლობების გამოვლენისა, ოლიმპიადის მიზანი STEM მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა იყო:

„STEM განათლება პირდაპირ უკავშირდება მომავალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას. ოლიმპიადა და ის სასწავლო პროცესი, რასაც მოსწავლეები გადიან, თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის აუცილებელი უნარების შეძენას უწყობს ხელს, როგორიცაა: ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა. ბავშვებს საშუალება აქვთ, რეალურ ამოცანებზე იმუშაონ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მეტი ინტერესი გამოავლინონ ”, - ამბობს გენადი ბოლქვაძე, გუნდის მენტორი.

გენადი მთელი მოსამზადებელი პროცესის განმავლობაში ეხმარებოდა მოსწავლეებს, სწორად დაეგეგმათ სამუშაო პროცესი, ესწავლათ დავალებების გადანაწილება და თავსატეხების გუნდურად ამოხსნა:

„მოსწავლეები ემზადებოდნენ ეტაპობრივად – ჯერ თეორიული მასალის გაღრმავებით, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობით. გაწერილი იყო გეგმა, თითოეულს ჰქონდა თავისი როლი. ბავშვები ცდილობდნენ პრობლემების ანალიზსა და კომპლექსურ მიდგომას ერთობლივი ძალებით. გუნდი სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისგან შედგებოდა. თითოეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ეს გამოცდილება მათ აუცილებლად დაეხმარება სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში და, ზოგადად, პიროვნულ ზრდაშიც”, - ამბობს გენადი ბოლქვაძე.

ოლიმპიადის გადამწყვეტი ეტაპი პრაქტიკული, საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულება იყო. ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი პროექტს ინოვაციურად მიუდგა და ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო:

„ჩვენი ფინალური პროექტი იყო „ჭკვიანი ლიფტი“, რომელსაც შეეძლო მგზავრების წონის გაზომვა, ტემპერატურისა და აირების დაფიქსირება, სიგნალის მიცემა გადატვირთვის ან მიწისძვრის დროს სენსორის დახმარებით. ვფიქრობთ, ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს არსებული ლიფტების ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. საოცრად გაგვიხარდა, როცა შედეგები გავიგეთ და ამდენი შრომა დაგვიფასდა. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი, მხოლოდ შეჯიბრება და გამარჯვება არ იყო. აქ ნამდვილად სწავლობ გუნდურ მუშაობას, დროის მართვას, ტექნიკურ სიზუსტეს და რაც მთავარია, სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის”, - გვიყვება იაკობ საფარაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდის წევრი.

გუნდის სხვა წევრებიც ფიქრობენ, რომ ოლიმპიადა არ იყო უბრალოდ კონკურსი, არამედ უკვე შეძენილი ცოდნის გამოვლენის ასპარეზი:

„STEM ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გვესწავლა ჩვენთვის სრულიად ახალი მიმართულება და მიგვეღო გამოცდილება პროგრამირებასა და ელექტრო ინჟინერიაში. როდესაც პროფესიას ირჩევ, შეიძლება არ იყო დარწმუნებული, რამდენად მოგეწონება საბოლოოდ, ნამდვილად არის თუ არა ეს ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება გინდა. STEM სკოლამ და ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გამოგვეცადა ჩვენი შესაძლებლობები, ინტერესები და გაგვეაზრებინა, რამდენად მოგვწონს ტექნოლოგიებთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიები“, - გვიყვება ანასტასია ჭანტურია.

STEM ოლიმპიადა მომავალშიც ბევრ საინტერესო და ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საყვარელი სფეროს უკეთ შესწავლის, განვითარების საშუალებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან.



news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

11.11.2025.11:46

თიბისი კონცეპტის გალერეა 14 ნოემბერიდან გიწვევთ დავით მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივ გამოფენაზე„ჩვენ მაძიებლები ვართ“. გამოფენის კურატორია გალერეა „ელ ცე კვაისარ“.

„ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, გასულ წელს, ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.“- ტონი ჯასთი

„მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინაგამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი.

ვეძებდი არა ერთ გამოსახულებას, არამედ სხვადასხვა ნამუშევრის ნაკრებს, რომლებიც გაურკვევლობისატმოსფეროს ქმნის.

ათლეტები წარმოდგენილი არიან ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა. ისინი მოშორებული არიან თავიანთთავდაპირველ მნიშვნელობას და გარემოს. ეს გამოსახულებები დამუშავებულია ფიზიკურად და ციფრულად.

ასე მგონია, თითქოს რაღაცის ჩრდილისკენ ვმოძრაობ; რაღაცის, რასაც ბოლომდე ჯერ ვერ ვხედავ. იქ, სადაცყოფნა და არყოფნა შეიძლება თანაარსებობდეს.“ - დავით მესხი

ვიზუალური არტისტი ტონი ჯასთი დაიბადა აშშ-ში. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ის ცხოვრობს და მუშაობსბერლინში (გერმანია). მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით იფინება. 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულზე მან მონაწილეობა მიიღო თბილისში მოწყობილ სარეზიდენციო პროგრამაში, რომლისსპონსორი იყო ორგანიზაცია „პროპაგანდა“. ის, ასევე, ასწავლიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალურიხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში, თბილისში. თბილისში ყოფნისას, მან წარმოადგინათავისი წიგნებისა და კედლის მხატვრობის გამოფენა წიგნის მაღაზია „Kona Books“-ში. გამოფენის კურატორიიყო ნინა ახვლედიანი. ტონი ჯასთის ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებით „საკურთხეველი“, რომელიც გასულ წელს გალერეა „ელ ცე კვაისარში“ გაიმართა.

დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ის სპორტულ გარემოში გაიზარდა: მამამისი საბჭოთა კავშირისტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. დავით მესხმა ერთდროულად მიიღო ფოტოგრაფიისადა კინემატოგრაფისტის ბაკალავრის ხარისხები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისში. 2015 წელს ის იყო დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ თანარეჟისორი. ფილმმა, რომელიც იმედგაცრუებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ გვიამბობს, არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2024 წელს მისი პირველი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიმართა სენტ-ეტიენ მეტროპოლის (საფრანგეთი) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAMC+).

გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 18:00-20:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 14.10.25-05.02.26

გალერეის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-20:00

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა