აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას - Edelweiss
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს.
„2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას. ამასთან, ჩვენ ამჟამად ასევე ვაფასებთ თბილისის და ციურიხის შორის ჩვენს რეისებზე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ფართო სავაჭრო შესაძლებლობებს გახსნის ორ ქვეყანას შორის.
Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს“, - აცხადებენ Edelweiss-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert-ი 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
13.01.2026.16:00
2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ დადებითი აღმოჩნდა. შევიძინეთ ბევრი ახალი პარტნიორი და შევქმენით ახალი პროდუქცია , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert - ის პარტნიორმა, გიორგი გრიგალაშვილმა განუცხადა.
„2025 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შევიძინეთ უამრავი ახალი პარტნიორი და ჩვენს შესახებ უფრო მეტმა ადამიანი გაიგო, ვიდრე აქამდე იცოდა. ასევე, შევქმენით ახალი პროდუქცია, ვაწარმოეთ ღვინო და გავხსენით ახალი მაღაზია.
ვფიქრობთ რომ 2026 წელს ჩვენს კომპანიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება. ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და გადასვლას ახალ სივრცეში, რაც უფრო მასშტაბური წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, გვსურს ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ, რასაც ამჟამად ვერ ვახერხებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი 2026 წელს განხორციელდება “, - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.
ცნობისთვის, Lepert-ის მაღაზია მდებარეობს იოანე შავთელის ქუჩა №26-ში.