მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა - რა მაჩვენებლებზე გავიდა 2024 წელს კომპანია

news image

2024 წელს APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. კომპანიის ცნობით, 2024 წელს ტერმინალმა ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.

„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება“, - აღნიშნავენ APM Terminals Poti-ში.


ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:
2022 წელი - 47,537
2023 წელი - 80,454
2024 წელი - 74,173.


გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში - 98 992 ტონა. 


სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია:
2022 წელი- 357,857 ტეუ,

2023 წელი - 592,589 ტეუ,

2024 წელი -  545,297 ტეუ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

06.07.2025.21:49

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა