APM Terminals-მა და Biodiesel Georgia-მ მწვანე ოპერაციების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთმა და Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიამ მწვანე ოპერაციების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ეიპიემ ტერმინალს ფოთი პარტნიორი კომპანიისგან შეიძენს ბიოდიზელს, რომელსაც მინერალურ დიზელთან ერთად გამოიყენებს საპორტო ტექნიკის მოხმარებისას.
ბიოდიზელის გამოყენება მინერალური დიზელის ნაცვლად, მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის (CO₂) გამოყოფას. კერძოდ, მინერალური დიზელის 1 ტონის წვისას, CO₂-ის ატმოსფეროში გამოყოფა დაახლოებით 2.68 ტონაა, ხოლო B100 ბიოდიზელის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამონაბოლქვის 85-90%-ით შემცირება.
აღნიშნული ინიციატივა სრულად თანხვედრაშია „,ეიპიემ ტერმინალსის“ გლობალურ ვალდებულებებთან გარემოს დაცვისა და ინოვაციების მიმართულებით და ამასთანავე, ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი მდგრადი საწვავის წარმოების განვითარებას.
დამატებითი ინფორმაცია: აქ
სხვა სიახლეები
04.08.2025.17:10
დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.
ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.
გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.
მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.