მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

„ანტრემ“ ბაქოში მეცხრე ფილიალი გაიხსნა - კომპანია გაფართოებას თბილისსა და ლონდონშიც გეგმავს

news image

დღეს, 21 იანვარს, ბაქოში, ADA უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ანტრეს მეცხრე კაფე გაიხსნა.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, თებერვლის დასაწყისში ანტრე  აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში, კიდევ ერთ - უკვე მეათე ობიექტს გახსნის.

აღსანიშნავია, რომ არსებულ ქვეყნებში ახალი ფილიალის დამატება დაახლოებით $400 000-ის ინვეატიციას საჭიროებს.

ანტრე 2026 წელს გაფართოებას თბილისსა და ლონდონშიც გეგმავს.

დღეისათვის თბილისში 16 ანტრეა. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 18-მდე გაიზრდება, ხოლო ლონდონში არსებულ 4 კაფეს კიდევ ორი ობიექტი დაემატება.

სამომავლო განვითარებას კომპანია აშშ-ის ტერიტორიაზეც გეგმავს.

„აქტიურად ვსწავლობთ აშშ-ის ბაზარს, ქალაქის შერჩევის ეტაპზე ვართ. წარმატებამ ლონდონსა და ბაქოში დაგვანახა, რომ ქართულ კულინარიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადეს კომპანიის დამფუძნებლებმა.

შეგახსენებთ, ლონდონსა და ბაქოში ანტრე Tbilisi Bakery-ს ფორმატით ფუნქციონირებს და ფრანგულ ასორტიმენტთან ერთად აქცენტს ქართული კულინარიის უნიკალურ კერძებზე აკეთებს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია

18.02.2026.13:08

სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.

კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.

„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.

ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;

ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა