25 ივლისამდე გამოგზავნე პორტფოლიო საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
კრეატიული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს ბერლინში, Miami Ad School-ში სწავლას სრულად უფინანსებს.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გამოგზავნა 25 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: info@miamiadschool.de ან ეწვიეთ ბმულს.
პროექტის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.
აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამა განსხვავებული ფორმატით ტარდება - სასწავლო პროგრამა ერთწლიანი იქნება და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. სტუდენტები ორი სემესტრი ონლაინ, ორი სემესტრი კი ბერლინში ისწავლიან. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.
სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
განათლების გზაზე არ გაჩერდე!
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :