ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul განახორციელებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.
1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.
სხვა სიახლეები
აგრო სესხი სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნობრიობით - საუკეთესო შესაძლებლობა „მიკრობანკი კრისტალისგან“
07.04.2026.10:21
მიკრობანკი „კრისტალისთვის” სოფლის მეურნეობის საქმიანობების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც უპირველესად სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია. რა თქმა უნდა, კომპანია მსურველებს აგრო სესხს უშუალოდ აგრარული საქმიანობის განვითარებისა და გაფართოებისთვისაც სთავაზობს, თუმცა, პარალელურად, იმავე პირობებით აფინანსებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებსაც თანხა იპოთეკური ან სამომხმარებლო მიზნით სჭირდებათ.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გარკვეულ ბარიერებთანაა დაკავშირებული. სექტორის სპეციფიკურობა მათთვის განსხვავებულ რეალობას, გამოწვევებსა და საჭიროებებს ქმნის.
მაგალითად, ფერმერს, რომელსაც კარტოფილი მოჰყავს, დაზოგილი თუ მოძიებული ფინანსები ხშირად მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდება და პირადი მიზნებისთვის რესურსი აღარ რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი არ აქვთ, რის გამოც ისინი თანხის თავმოყრას უმეტესად მხოლოდ კონკრეტულ დროს, მოსავლის აღების შემდეგ ახერხებენ. ეს ფაქტორი კი სტანდარტული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასაც აფერხებს.
აგრარული სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, სექტორში დასაქმებულ მომხმარებლებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, რათა მათ არა მარტო საკუთარი საქმიანობების, არამედ მთლიანად სექტორის განვითარება შეძლონ. სწორედ ამ მნიშვნელობასა და სპეციფიკურობას ითვალისწინებს „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანების მხარდაჭერას ემსახურება.
როდისაა ოპტიმალური „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხის იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით გამოყენება
აგრო სესხი იპოთეკური მიზნობრიობით განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან იღებს და უძრავი ქონების შეძენა, აშენება ან გარემონტება სურს. რაც შეეხება სამომხმარებლო მიზნობრიობას, ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როცა აგრარულ სფეროში დასაქმებულ პირს ავტომანქანის შეძენა, რემონტი და შეკეთება, საოჯახო ტექნიკის ან ავეჯის შეძენა, სწავლის, მოგზაურობის, მკურნალობის ან სხვა პირადი ხარჯების დაფინანსება უნდა. რაც მთავარია, ორივე მიზნობრიობით სარგებლობისას, აგრო სესხის საშეღავათო პირობებში ზედმიწევნითაა გათვალისწინებული მომხმარებლების სპეციფიკური საჭიროებები.
პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები მოჰყავთ, საქმიანობენ მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის მიმართულებებით, უძღვებიან სასათბურე მეურნეობას, ეწევიან სოფლის მეურნეობის ან სხვა სასოფლო დანიშნულების სპეცტექნიკით მომსახურებას და შემოსავალს ამ საქმიანობებიდან იღებენ.
პროდუქტის მოქნილი პირობები და უპირატესობები
მიკრობანკი კრისტალის აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით მაქსიმალურად მოქნილია. ამას გარდა, ის შემოსავალზე მორგებულ გრაფიკს, საშეღავათო პერიოდსა და სხვა ხელშემწყობ პირობებსაც ითვალისწინებს.
სესხი 84 თვემდე ვადით გაიცემა. მისი მინიმალური თანხა 100 ლარია, მაქსიმალური კი — 300 000 ლარი. სესხის საპროცენტო განაკვეთი 18%-იდან იწყება, ხოლო ეფექტური — 22%-დან. პროდუქტის განსაკუთრებულ პირობას წარმოადგენს საშეღავათო პერიოდი11 თვემდე, რომელიც ძირსაც გულისხმობს და პროცენტის თანხასაც: მომხმარებელი ყოველწლიურად ბანკში თანხას მხოლოდ 1 თვეში ფარავს, 11 თვის განმავლობაში კი არაფერს იხდის. საგულისხმოა, რომ წინასწარ ინდივიდუალურად თანხმდება გრაფიკიც, რომელიც მომხმარებლის შემოსავლებს მაქსიმალურად ერგება. ამას გარდა, თუ კონკრეტული საჭიროება არსებობს, მსესხებელს შეუძლია, თანხა მხოლოდ მოსავლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხადოს.
აგრო სესხი იპოთეკური და სამომხმარებლო მიზნობრიობით თანამონაწილეობას არ მოითხოვს, შემოსავლის სახით კი აგრო აქტივობასთან ერთად, ხელფასის, იჯარის ან ფულადი გზავნილის გათვალისწინებაცაა შესაძლებელი.
პროდუქტის მოქნილობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ 50 000 ლარამდე სესხის შემთხვევაში მომხმარებელს თანხის მიღება დაჩქარებული წესით, იმავე დღეს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა პარამეტრების მიხედვით, „მიკრობანკი კრისტალის“ აგრო სესხი 50 000 ლარამდე ყოველგვარი უზრუნველყოფისა და თავდებობის გარეშეც გაიცემა.
ამავდროულად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სხვა საფინანსო ორგანიზაციებში არსებული სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხები გააერთიანონ, “კრისტალში” გადაპორტირდნენ და მათთვის ხელსაყრელი, ოპტიმალური პირობები და საუკეთესო შესაძლებლობები მიიღონ.
მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებისთვის, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც პროდუქტით სარგებლობის მსურველებს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გაცნობაში ეხმარება. კალკულატორი და სესხის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://go.crystal.ge/4veLhE7
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.